1.შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ერთპიროვნულად იხილავს მოსამართლე წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით.
2.პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ სასამართლო განხილვის დაწყებამდე უკან გაითხოვონ შუამდგომლობა.
3.მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირები, რომელთა ჩვენებები ასაბუთებენ ან უარყოფენ შუამდგომლობას, გამოითხოვოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებები.
4.ჩხრეკის, ამოღების, ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერების შესახებ შუამდგომლობა მოსამართლემ უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
5.მოსამართლე დანიშნულ დროს ხსნის სასამართლო სხდომას, აცხადებს, რომელი შუამდგომლობა განიხილება, ამოწმებს პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილებას.
6.პროკურორი და გამომძიებელი შუამდგომლობას ასაბუთებენ ზეპირად და უპასუხებენ მოსამართლისა და პროცესის სხვა მონაწილეთა შეკითხვებს.
7.თუ სხდომაში მონაწილეობს პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მისი დამცველი და წარმომადგენელი, მათაც ეძლევათ შესაძლებლობა მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.
8.შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების დამთავრებისთანავე მოსამართლე თავისი ბრძანებით ნებას რთავს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, ანდა გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
9.მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ერთპიროვნულად იხილავს მოსამართლე წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით.2. პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ სასამართლო განხილვის დაწყებამდე უკან გაითხოვონ შუამდგომლობა.3. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირები, რომელთა ჩვენებები ასაბუთებენ ან უარყოფენ შუამდგომლობას, გამოითხოვოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებები.4. ჩხრეკის, ამოღების, ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერების შესახებ შუამდგომლობა მოსამართლემ უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.5. მოსამართლე დანიშნულ დროს ხსნის სასამართლო სხდომას, აცხადებს, რომელი შუამდგომლობა განიხილება, ამოწმებს პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილებას.6. პროკურორი და გამომძიებელი შუამდგომლობას ასაბუთებენ ზეპირად და უპასუხებენ მოსამართლისა და პროცესის სხვა მონაწილეთა შეკითხვებს.7. თუ სხდომაში მონაწილეობს პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მისი დამცველი და წარმომადგენელი, მათაც ეძლევათ შესაძლებლობა მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.8. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების დამთავრებისთანავე მოსამართლე თავისი ბრძანებით ნებას რთავს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, ანდა გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.9. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 6
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
292-ე მუხლს დაემატა მე-9 ნაწილი, რომლითაც მოსამართლეს შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის უფლება აქვს.
· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
292-ე მუხლის პირველ ნაწილში საგამოძიებო მოქმედების შუამდგომლობას ერთპიროვნულად იხილავს მხოლოდ წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით მოსამართლე.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
292-ე მუხლის პირველ ნაწილში განსაკუთრებული განსჯადობის შემთხვევები ახლა 48-ე მუხლის 5 1 ნაწილზეა მიბმული და შუამდგომლობას უზენაესი სასამართლოს ნაცვლად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ან საოლქო სასამართლოს მოსამართლე იხილავს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
მე-4 ნაწილში ჩხრეკის, ამოღებისა და დათვალიერების შუამდგომლობის განხილვის ვადად „შემდეგი დღის“ ნაცვლად დადგენილია 24 საათი; ცალკე ვადა სხვა შუამდგომლობებისთვის ამოღებულია.
292-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულია შუამდგომლობის დახურულ სხდომაზე, პროკურორისა და გამომძიებლის მონაწილეობით განხილვის მითითება.
პირველ პუნქტში დაკონკრეტდა შუამდგომლობის განმხილველი მოსამართლე (წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, ხოლო 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის შემთხვევებში – უზენაესი სასამართლოს კოლეგიის მოსამართლე). მე-4 პუნქტში მიყურადება ამოღებულია შემდეგი დღის ვადის ჩამონათვალიდან, ხოლო სხვა შუამდგომლობის ვადა 48 საათიდან 24 საათამდეა შეცვლილი.