საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 606. მსჯავრდებულის უფლებათა უზრუნველყოფა განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მსჯავრდებულის იმ უფლებათა სასამართლო დაცვა, რომლებიც დაკავშირებულია განაჩენის აღსასრულებლად მიქცევასა და აღსრულებასთან.

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და მოსამართლის დადგენილება, რომლის გასაჩივრება არ დაიშვება, კანონიერ ძალაში შედის და აღსრულდება დაუყოვნებლივ, მისი გამოტანის შემდეგ.

3.მსჯავრდებულს უფლება აქვს მიმართოს განაჩენის დამდგენ სასამართლოს განცხადებით: განაჩენის აღსრულების გადავადების, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის ასაკის ან გადავადების დროის გასვლის მიზეზით სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების, პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნის პირობების შეცვლისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტის შესახებ.

4.განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების სასამართლო განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში და მისცეს ჩვენება, წარმოადგინოს მტკიცებულება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, გაეცნოს საქმის ყველა მასალას, შეიტანოს საჩივრები სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ადმინისტრაციის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გამო.

5.მსჯავრდებულს შეუძლია თავისი უფლებები განახორციელოს პირადად ან დამცველის დახმარებით. დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა, თუ სასამართლო განიხილავს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხს მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც არასრულწლოვანია, აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, ანდა არ იცის სამართალწარმოების ენა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მსჯავრდებულის იმ უფლებათა სასამართლო დაცვა, რომლებიც დაკავშირებულია განაჩენის აღსასრულებლად მიქცევასა და აღსრულებასთან. 2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და მოსამართლის დადგენილება, რომლის გასაჩივრება არ დაიშვება, კანონიერ ძალაში შედის და აღსრულდება დაუყოვნებლივ, მისი გამოტანის შემდეგ. 3. მსჯავრდებულს უფლება აქვს მიმართოს განაჩენის დამდგენ სასამართლოს განცხადებით: განაჩენის აღსრულების გადავადების, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის ასაკის ან გადავადების დროის გასვლის მიზეზით სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების, პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნის პირობების შეცვლისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტის შესახებ. 4. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების სასამართლო განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში და მისცეს ჩვენება, წარმოადგინოს მტკიცებულება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, გაეცნოს საქმის ყველა მასალას, შეიტანოს საჩივრები სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ადმინისტრაციის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გამო. 5. მსჯავრდებულს შეუძლია თავისი უფლებები განახორციელოს პირადად ან დამცველის დახმარებით. დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა, თუ სასამართლო განიხილავს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხს მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც არასრულწლოვანია, აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, ანდა არ იცის სამართალწარმოების ენა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 7 აგვ. 2002-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2002

    606-ე მუხლის მესამე ნაწილში მსჯავრდებულის განცხადების საფუძველთა ჩამონათვალს, ავადმყოფობისა და ინვალიდობის გვერდით, დაემატა ხანდაზმულობის ასაკი სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების მიზეზად.

  2. 606-ე მუხლში ნაწილის ნომერი 4 შეიცვალა 5-ით; სხვა ტექსტობრივი ცვლილება ნაჩვენები არ არის.

  3. 606-ე მუხლში დაემატა ახალი მე-3 ნაწილი დაუსაჩივრებელი განჩინებებისა და დადგენილებების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ; მომდევნო ნაწილი გადანომრილია მე-4-ად.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22632682623128327928030694594606
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…სქესობრივი თავისუფლები…საქართველოს საგადასახა…საქართველოს კონსტიტუცი…