Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებმუხლი 2

საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:პორტის ოპერაციებიდაბინძურების კონტროლიზონირება და მიწის გამოყენება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის სქემა – დოკუმენტი, რომელიც ადგენს მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლების საზღვრებს, სანაპირო ზონის დაცვის წესებს და განსაზღვრავს პრევენციულ ნაპირდაცვის ღონისძიებებს; ბ) ზღვის კიდის ხაზი – წყნარი ზღვის პირობებში ხმელეთისა და წყლის გამმიჯნავი ხაზი; გ) ზღვის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა – სივრცე, რომელიც მოიცავს ზღვის აკვატორიას 20 მ სიღრმემდე და ხმელეთის არა უმეტეს 500 მ სიგანის სანაპირო ზოლს. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან; დ) მდინარის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა – სივრცე, რომელიც მოიცავს მდინარის კალაპოტსა და ჭალას. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან; ე) წყალსატევის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა – სივრცე, რომელიც მოიცავს წყალსატევის აკვატორიას და ხმელეთის არა უმეტეს 100 მ სიგანის სანაპირო ზოლს. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან; ვ) მდინარის ჭალა – მდინარის ხეობის ის ნაწილი, რომელიც იტბორება მხოლოდ წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების დროს; ზ) მდინარის კალაპოტი – მდინარის ხეობის უდაბლესი ნაწილი, რომელშიც წყალი გაედინება წყალდიდობებს შორის პერიოდში; თ) მკაცრი ზედამხედველობის ზოლი – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა წყლების აქტიურ ზემოქმედებას და რომლის საზღვრებშიც მიმდინარეობს ტალღების ტრანსფორმაცია, მათი ენერგიის სრული დახარჯვა, სანაპიროს მორფოლოგიის სისტემატური სახეცვლილება და ნაშალი მასალის გადაადგილება. მკაცრი ზედამხედველობის ზოლი მოიცავს: ზღვის სანაპიროსათვის – ზღვის აკვატორიის 20 მ-იან იზობათსა და ხმელეთზე მაქსიმალური ზვირთცემის გავრცელების არეს შორის არსებულ ზოლს; წყალსატევის სანაპიროსათვის – წყალსატევის მთლიან აკვატორიას და ხმელეთის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც მაქსიმალური ზვირთცემისას იფარება წყლით; მდინარის სანაპიროსათვის – მდინარის კალაპოტს; ი) მუდმივი მეთვალყურეობის ზოლი – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია მკაცრი ზედამხედველობის ზოლისა და სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის სახმელეთო საზღვრებს შორის; კ) ნაპირის ეროზია – ზღვისა და წყალსატევის ნაპირების ზვირთცემითა და დინებით გამოწვეული მექანიკური წარეცხვის პროცესი; მდინარის ნაპირის წყლის ნაკადით გამოწვეული მექანიკური ნგრევისა და წარეცხვის პროცესი; ლ) ნაპირის აბრაზია – ზღვისა და წყალსატევის ძირითადი (კლდოვანი) ქანებით აგებული ნაპირების ზვირთცემითა და დინებით გამოწვეული მექანიკური ნგრევისა და დაშლის პროცესი; მ) პლაჟი – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის წყალქვეშა და ხმელეთის ზოლის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ზვირთცემის მუდმივ ზემოქმედებას და აგებულია მუდმივად დეფორმირებადი სხვადასხვა ფრაქციული შემადგენლობის ფხვიერი მასალით; ნ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზა – სანაპიროს ფიზიკურ მახასიათებელთა რაოდენობრივ და თვისებრივ მაჩვენებელთა ერთობლიობა, რომელიც იძლევა მისი მდგრადობის შეფასების საშუალებას; ო) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონიტორინგი – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მდგრადობაზე მუდმივი მეთვალყურეობა, ამ ზონაში ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეული ცვლილებების დროული გამოვლენა და ზონის მართვის სისტემის უზრუნველყოფა; პ) სანაპიროს მორფოდინამიკა – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის წყალქვეშა და ხმელეთის ზედაპირის რელიეფწარმომქმნელი პროცესების განვითარება დროსა და სივრცეში; ჟ) ჰიდროტექნიკური ნაგებობების ზედა ბიეფი – კალაპოტის ის ნაწილი, რომელიც მდინარის ნაგებობით გადაკეტვისას შეტბორილი წყლით იფარება და ხდება მყარი ნატანის დაგროვება; რ) დეპარტამენტი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი; ს) (ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4131 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.1 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №199 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.123 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4428-ვებგვერდი-17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4649 - ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3241 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №493 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/8 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 18 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 18 სექ. 2026· გამოქვეყნდა 16 სექ. 2026

    მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტში დეპარტამენტის გამგებლობის სამინისტროს სახელწოდებას დაემატა „რეგიონული განვითარებისა და“.

  2. 18 აპრ. 2025· გამოქვეყნდა 16 აპრ. 2025
  3. 3 ივნ. 2019· გამოქვეყნდა 13 აგვ. 2018
  4. 13 მაი. 2011
  5. 17 მარ. 2011
  6. 1 აგვ. 2008· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სანაპირო განვითარება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვაო სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №8

  • 6 ცვლილება · ბოლო 16 სექ. 2026
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ

  • 5სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის რეგულირებისა და საინჟინრო დაცვისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიები და მათი საზღვრები
  • 3კანონის მიზანი
  • 7სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის სახელმწიფო მართვა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 2ტერმინების განმარტება

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 11წყლის ობიექტის დაცვითი ზონა
  • 4ტერმინთა განმარტება

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 6კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 1ტერმინების განმარტება

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 1ტერმინების განმარტება

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
53711362311142
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზღვის, წყა…საქართველოს სახელმწიფო…წყლის რესურსების მართვ…საქართველოს საზღვაო სი…მეზღვაურთა განათლებისა…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026