Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებმუხლი 12

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

მუხლი 12. რეგისტრაციის გაუქმება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 21 ოქტ. 2025
თემები:მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობანარჩენების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

რეგისტრაციის მფლობელი ვალდებულია, რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით სამინისტროს მიმართოს   5 (ხუთი) დღის ვადაში, თუ: ა) საქმიანობის რეგისტრაციიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში არ დაიწყებს საქმიანობას; ბ) შეწყვეტს საქმიანობას. მუხლი 13. კონტროლი ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული საქმიანობების პერიოდულ შემოწმებას, ნარჩენების მართვის კოდექსის და  ამ წესისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს ნარჩენების მართვის კოდექსით უფლებამოსილი ორგანო. მუხლი 14. პასუხისმგებლობა ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა პირს დაეკისრება ნარჩენების მართვის კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად. დანართი 1. რეგისტრაციის განაცხადის ფორმა 1. განმცხადებელი 2. წარმომადგენელი დასახელება სახელი მისამართი ტელეფონი ქალაქი ელ-ფოსტა 3. განმცხადებლის საიდენტიფიკაციო ნომერი 4. პირველი რეგისტრაცია □  რეგისტრაციის ცვლილება □ ნარჩენების მართვის კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, გთხოვთ დაგვირეგისტრიროთ ქვემოთ მოცემული საქმიანობა: □ 5. ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება საქმიანობა მიმდინარე          □ ახალი         □ არასახიფათო ნარჩენები       □ სახიფათო ნარჩენები       □ □ 6. 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება; ობიექტი მიმდინარე          □ ახალი        □ მაქსიმალური წარმადობა ტონა □ 7. არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება საქმიანობა მიმდინარე          □ ახალი       □ მაქსიმალური წარმადობა ტონა/წ □ 8. არანაკლებ 2 და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება; ობიექტი მიმდინარე          □ ახალი          □ მაქსიმალური წარმადობა ტონა □ 9. ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობა და ოპერირება ობიექტი მიმდინარე          □ ახალი          □ მაქსიმალური წარმადობა ტონა/წ ეს საქმიანობა განხორციელდება მოცემულ მისამართზე მდებარე ობიექტზე/ობიექტიდან და მოიცავს ქვემოთ მოცემული ნარჩენების ჯგუფის ნარჩენების სახეობის მართვას 10. ობიექტის განსაზღვრა 11. წარმომადგენლი სახელი სახელი მისამართი ტელეფონი ქალაქი ელ-ფოსტა 12. ნარჩენების ძირითადი ჯგუფი კოდი დასახელება რეგისტრაციის განაცხადის ფორმის შევსების ინსტრუქცია რეგისტრაციის განაცხადის ფორმა ივსება რეგისტრაციის მომთხოვნი განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ. წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

1.განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები,იურიდიული მისამართი.

2.განმცხადებლის წარმომადგენელი პირი.

3.განმცხადებლის საიდენტიფიკაციო კოდი.

4.იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი პირველად ახდენს საქმიანობის რეგისტრაციას, მონიშნეთ გრაფა „პირველადი რეგისტრაცია“. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს ცვლილებები შეაქვს რეგისტრირებულ საქმიანობაში მონიშნეთ გრაფა „რეგისტრაციის ცვლილება“.

5.მონიშნეთ შესაბამისი გრაფა, თუ სარეგისტრაციო საქმიანობა მოიცავს ნარჩენების შეგროვებას ან/და ტრანსპორტირებას. აღნიშნეთ ახალ საქმიანობას არეგისტრირებთ თუ - არსებულს. ახალი საქმიანობა არის საქმიანობა, რომელიც დაიწყო ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების  შემდეგ.

6.მონიშნეთ შესაბამისი გრაფა, თუ სარეგისტრაციო საქმიანობა მოიცავს 50 ტ. მეტი არასახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობას ან/და ოპერირებას. აღნიშნეთ ახალ ობიექტს არეგისტრირებთ, თუ - არსებულს. ახალია ობიექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაიცა ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების  შემდეგ.

7.მონიშნეთ შესაბამისი გრაფა, თუ სარეგისტრაციო საქმიანობა მოიცავს არასახიფათო ნარჩენების წინასწარ დამუშავებას (დაშლა, სორტირება, დამსხვრევა, კომპაქტირება, პალეტირება, გაშრობა, დაქუცმაცება, გადაფუთვა, სეპარირება ან შერევა და სხვა). აღნიშნეთ ახალ საქმიანობას არეგისტრირებთ, თუ - მიმდინარეს. ახალია საქმიანობა, რომელიც დაიწყო ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების  შემდეგ.

8.მონიშნეთ შესაბამისი გრაფა, თუ სარეგისტრაციო საქმიანობა მოიცავს 2 ტონაზე ნაკლები და 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობას და ოპერირებას. აღნიშნეთ ახალ ობიექტს არეგისტრირებთ, თუ - არსებულს. ახალია ობიექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაიცა ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების  შემდეგ.

9.მონიშნეთ შესაბამისი გრაფა, თუ სარეგისტრაციო საქმიანობა მოიცავს ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობას და ოპერირებას. აღნიშნეთ ახალ საქმიანობას არეგისტრირებთ, თუ - მიმდინარეს. ახალია საქმიანობა, რომელიც დაიწყო ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების  შემდეგ.

10.იმ ობიექტის მონაცემები, სადაც ხორციელდება ან განხორციელდება სარეგისტრაციო საქმიანობა.

11.იმ ობიექტის წარმომადგენელი პირი, სადაც ხორციელდება ან განხორციელდება სარეგისტრაციო საქმიანობა.

12.მიუთითეთ ძირითადი ნარჩენების ჯგუფი (ორნიშნა კოდი ნარჩენების ნუსხიდან), რომელთა მართვაც მოხდება რეგისტრირებულ ობიექტზე. ნებადართული ნარჩენების დეტალური სია თან უნდა დაერთოს  განაცხადს.

13.განაცხადზე თანდართული დოკუმენტების ნუსხა. დანართი 2. ინფორმაცია არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების რეგისტრაციისთვის 1. წინასწარი დამუშავების მიზნით მიღებული არასახიფათო ნარჩენები ნარჩენის კოდი ნარჩენის დასახელება რაოდენობა (ტ/წ) ნარჩენების წარმოშობა 2. წინასწარი დამუშავების პროცესი ობიექტის წარმადობა (ტ/წ) წინასწარი დამუშავების მეთოდი დანამატები (ტ/წ) 3. გარემოზე ზემოქმედება მანძილი უახლოესი ზედაპირული წყლის ობიექტიდან (მ) მანძილი უახლოესი დასახლებული ტერიტორიიდან (მ) მანძილი უახლოესი დაცული ტერიტორიიდან (მ) 4. არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების შემდეგ დარჩენილი საბოლოო (ნარჩენი) ნარჩენები ნარჩენის კოდი ნარჩენების დასახელება რაოდენობა (ტ/წ) არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციის შევსების ინსტრუქცია 1. მიღებული ნარჩენები : ნარჩენების კოდი და ნარჩენების დასახელება უნდა ჩაიწეროს ნარჩენების ნუსხის შესაბამისად, მიღებული ნარჩენების თითოეული სახეობისთვის ცალ-ცალკე. იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი დამუშავების პროცესს დაექვემდებარება ნარჩენების სხვა სახეობებიც, დაამატეთ ისინი ჩამონათვალში. წელიწადში წინასწარი დამუშავებისთვის მიღებული ნარჩენების რაოდენობა განისაზღვრება დაპროექტებული ობიექტის წარმადობის მიხედვით.

2.წინასწარი დამუშავების პროცესი: ჩაწერეთ წინასწარი დამუშავების ობიექტის პროექტით გათვალისწინებული წარმადობა. აღწერეთ წინასწარი დამუშავების მეთოდი. იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი დამუშავების პროცესში ხდება ნარჩენებისთვის რაიმე სახის ქიმიური ნივთიერებების დამატება, ჩამოთვალეთ ისინი გრაფაში „დანამატები“ და მიუთითეთ წლიური სავარაუდო მოხმარება.

3.გარემოზე ზემოქმედება: წარმოადგინეთ ინფორმაცია უახლოესი ზედაპირული წყლის ობიექტიდან (მაგ. მდინარე, ტბა, ზღვა), დასახლებული ტერიტორიიდან (მაგ. ქალაქი, სოფელი, დასახლება) და დაცული ტერიტორიიდან (მაგ. სახელმწიფო ნაკრძალი, აღკვეთილი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი)  ადგილმდებარეობის დაშორების შესახებ . თუ დაშორება აღემატება 2 კმ-ს, მიუთითეთ “2 კმ-ზე მეტი”.

4.საბოლოო (ნარჩენი) ნარჩენები: იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი დამუშავების პროცესის შედეგად წარმოიქმნება რაიმე სახის ნარჩენები, ჩამოთვალეთ ასეთი ნარჩენების თითოეული სახეობა ცალ-ცალკე. ნარჩენების კოდი და ნარჩენების დასახელება იწერება ნარჩენების ნუსხის მიხედვით. საბოლოო ნარჩენების რაოდენობა გამოითვლება წინასწარი დამუშავების პროცესის მასალების ბალანსიდან. დანართი 3. ინფორმაცია ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეგისტრაციისთვის გადამტვირთავი სადგურის წარმადობა (ტ/წ) გადამტვირთავი სადგურის კომპონენტები (მონიშნეთ გამოყენების შემთხვევაში):

15.ხელახალი დატვირთვა კომპაქტირებით                     □ 16. ხელახალი დატვირთვა კომპაქტირების გარეშე    □ 17. ასაწონი ხიდი                         □ 18. ნარჩენების დახარისხება                □ 19. რეციკლირებადი ნარჩენების საცავი   □ 20. სახიფათო ნარჩენების საცავი        □ 21. შენობა პერსონალისთვის  □ 22. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოფარეხი   □ სხვა      □ გარემოზე ზემოქმედება მანძილი უახლოესი ზედაპირული წყლის ობიექტიდან (მ) მანძილი უახლოესი დასახლებული ტერიტორიიდან (მ) მანძილი უახლოესი დაცული ტერიტორიიდან (მ) ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციის შევსების ინსტრუქცია გადამტვირთავი სადგურის წარმადობა მიუთითეთ პროექტის შესაბამისად. მონიშნეთ გადამტვირთავი სადგურის შესაბამისი კომპონენტები, რომლებიც უკვე გამოიყენება ან მომავალში იქნება გამოყენებული გადამტვირთავი სადგურის ოპერირებისას. თუ გადამტვირთავი სადგურის ოპერირებისას გამოყენებული იქნება სხვა კომპონენტები/ოპერაციები, მონიშნეთ გრაფა „სხვა“ და ჩამოთვალეთ ეს კომპონენტები/ოპერაციები. გარემოზე ზემოქმედება: წარმოადგინეთ ინფორმაცია დაშორების შესახებ უახლოესი ზედაპირული წყლის ობიექტიდან (მაგ.. მდინარე, ტბა, ზღვა), დასახლებული ტერიტორიიდან (მაგ., ქალაქი, სოფელი, დასახლება) და დაცული ტერიტორიიდან (მაგ. სახელმწიფო ნაკრძალი, აღკვეთილი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი). თუ დაშორება აღემატება 2 კმ-ს, მიუთითეთ „2 კმ-ზე მეტი”.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 13 აგვ. 2025
წინა მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ჩანაწერების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნარჩენების მართვის ნებართვასერვისის გვერდი
  • საშიში ნარჩენების რეგულაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-10-21 · №5

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-08-13
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 106კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 29ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 21აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
  • 5აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები
  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 20კომისიის კომიტეტის უფლებამოსილებანი
  • 13კომისიის თავმჯდომარე
  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 16თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 32²საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სპორტის შესახებ

  • 9საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი)

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 14კომისიის წევრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1410629215112013121632²912
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…ადგილობრივი თვითმმართვ…სპორტის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 21 ოქტ. 2025