Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებმუხლი 3

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 5 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა − სივრცითი მონაცემების დამუშავების ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის სივრცითი მონაცემების შექმნა, შენახვა, დამუშავება, ანალიზი, მოდელირება, მართვა და ვიზუალიზაცია; ბ) ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან დაშვება (ლიცენზია) − სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების ან/და მათი ნაწილის გამოყენებისა და გავრცელების უფლება, რომელიც ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე სუბიექტს ან/და მესამე პირს აქვს მინიჭებული; გ) ეროვნული გეოპორტალი − ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ეროვნული გეოპორტალი; დ) თემატური სივრცითი მონაცემების ნაკრები − ამ კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თემატური სივრცითი მონაცემების ნაკრები (ერთობლიობა), რომელიც არ მიეკუთვნება საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრებს, იქმნება საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრებზე დაყრდნობით და ცალკე გამოყოფს ან დეტალურად აღწერს მასში არსებული ინფორმაციის სპეციფიკურ მხარეს ან მოიცავს დამატებით ინფორმაციას; ე) მეტამონაცემი (ინფორმაცია მონაცემების შესახებ − ISO 19115) − სივრცითი მონაცემების რესურსის აღწერილობის შემცველი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია მისი მოძიება, შეფასება და გამოყენება; ვ) საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრები − ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრები (ერთობლიობა), რომელიც სივრცითი მონაცემების წარმოების საფუძველია, დამოუკიდებლად გამოყოფს ან განაზოგადებს ადგილმდებარეობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას და რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების შედარება და ამ მონაცემების გეოგრაფიული კონტექსტის განმარტება; ზ) სივრცითი მონაცემი (გეოგრაფიული მონაცემი − ISO 19100) − ნებისმიერი მონაცემი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება კონკრეტულ ადგილმდებარეობას სივრცეში ან გეოგრაფიულ არეალს; თ) სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა − საინფორმაციო ქსელურ-ანალიტიკური სისტემა, რომელიც მოიცავს სივრცით მონაცემებსა და მეტამონაცემებს, მათი მართვის პოლიტიკას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სტანდარტებს, ადამიანურ რესურსებსა და მათთან დაკავშირებულ ქმედებებს და ორიენტირებულია აღნიშნული მონაცემებისა და მეტამონაცემების ღია, დეცენტრალიზებულ და კოორდინირებულ მართვაზე, მრავალფუნქციურ გამოყენებასა და გაზიარებაზე; ი) სივრცითი მონაცემის მწარმოებელი − საჯარო დაწესებულება, ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ან აახლებს სივრცით მონაცემს ან/და მეტამონაცემს; კ) სივრცითი მონაცემების რესურსი − სივრცითი მონაცემების ნაკრები, სივრცითი მონაცემების ნაკრებების სერია ან სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ქსელური სერვისი; ლ) სივრცითი მონაცემების რესურსის მფლობელი − საჯარო დაწესებულება, ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან/და განკარგავს სივრცით მონაცემებს ან/და მეტამონაცემებს; მ) სივრცითი მონაცემების მომხმარებელი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს სივრცით მონაცემებსა და მეტამონაცემებს; ნ) სივრცითი მონაცემების ნაკრები − ძირითადი საერთო მახასიათებლის მქონე სივრცითი მონაცემების იდენტიფიცირებადი  ერთობლიობა; ო) სივრცითი მონაცემების ნაკრებების სერია − ერთი და იმავე სპეციფიკაციის საფუძველზე შექმნილი სივრცითი მონაცემების ნაკრებების ერთობლიობა; პ) სივრცითი ობიექტი (გეოგრაფიული ობიექტი − ISO 19100) − რეალურ სამყაროში არსებული მოვლენის აბსტრაქტული გამოხატულება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება კონკრეტულ ადგილმდებარეობას სივრცეში ან გეოგრაფიულ არეალს (მათ შორის, ავტონომიური რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული, დასახლება (ქალაქი, დაბა, სოფელი) და მასში არსებული გეოგრაფიული ობიექტები: ზონა, მიკრორაიონი, კვარტალი, დასახლებაში არსებული სხვა ერთიანი ან რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტისგან შემდგარი განაშენიანებული ტერიტორია, ქუჩა, პროსპექტი (გამზირი), ხეივანი, გზატკეცილი, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა, მოედანი, სკვერი, ბულვარი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი, მიწის ნაკვეთი, სხვა გეოგრაფიული ობიექტი); ჟ) ფუნქციური  თავსებადობა  (ინტეროპერაბელურობა)  −  ამ  კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ფუნქციური თავსებადობა (ინტეროპერაბელურობა); რ) ქსელური სერვისი − ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სივრცითი მონაცემის ან/და მეტამონაცემის დამუშავებასთან დაკავშირებული ოპერაცია ან ოპერაციების ერთობლიობა; ს) ევროპის კავშირის სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურა (INSPIRE) − ევროპის კავშირის სათანადო სამართლებრივი აქტით შექმნილი ევროპის კავშირის სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურა (Infrastructure for Spatial Information in the European Community (INSPIRE)); ტ) ISO − სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Organization for Standardization); უ) OGC − სტანდარტიზაციის არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია − ღია გეოსივრცითი კონსორციუმი (Open Geospatial Consortium).

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-05

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 12მუხლი 5მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

  • 11სივრცითი მონაცემების რესურსებთან წვდომა
  • 8ეროვნული გეოპორტალი
  • 7მეტამონაცემები

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31322234281251173
მითითებამნიშვნელობით ახლოსეროვნული სივრცითი მონა…ინფორმაციის ერთიანი სა…საჯარო სამართლის იურიდ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…ტრანსპორტის სფეროს მარ…ინფორმაციული უსაფრთხოე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 5 დეკ. 2023