საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 106. ზოგადი დებულებანი გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებით

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურები ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ, საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მოტივირებული ბრძანებით, გადასახადის გადამხდელისთვის ამის თაობაზე წინასწარ შეტყობინების გარეშე. ბრძანებაში უნდა მიეთითოს აღნიშნული პროცედურების ჩატარების პერიოდი (მათი დაწყებისა და დასრულების ვადები), სააღრიცხვო დოკუმენტაცი ა ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცი ა, რომელიც საჭიროა პროცედურების ჩასატარებლად, და პროცედურების ჩამტარებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა ჩამონათვალი.

2.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა გადასახადის გადამხდელს უნდა წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანება გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების ჩატარების შესახებ, ამ პროცედურების ჩატარების პროგრამა და გადასახადის გადამხდელის უფლებების განმარტებითი ბარათი.

3.გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ გადამხდელის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს.

4.გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურებს უნდა ესწრებოდეს გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში – მოწვეული სპეციალისტი.

5.გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების შედეგების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი და გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე მოწვეული სპეციალისტი (თუ მონაწილეობს ზემოაღნიშნულ პროცედურებში). გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის შემთხვევაში მასში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

6.ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო კონტროლის პროცედურების ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციებს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურები ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ, საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მოტივირებული ბრძანებით, გადასახადის გადამხდელისთვის ამის თაობაზე წინასწარ შეტყობინების გარეშე. ბრძანებაში უნდა მიეთითოს აღნიშნული პროცედურების ჩატარების პერიოდი (მათი დაწყებისა და დასრულების ვადები), სააღრიცხვო დოკუმენტაცი ა ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცი ა, რომელიც საჭიროა პროცედურების ჩასატარებლად, და პროცედურების ჩამტარებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა ჩამონათვალი. 2. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა გადასახადის გადამხდელს უნდა წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანება გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების ჩატარების შესახებ, ამ პროცედურების ჩატარების პროგრამა და გადასახადის გადამხდელის უფლებების განმარტებითი ბარათი. 3. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ გადამხდელის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს. 4. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურებს უნდა ესწრებოდეს გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში – მოწვეული სპეციალისტი. 5. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების შედეგების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი და გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე მოწვეული სპეციალისტი (თუ მონაწილეობს ზემოაღნიშნულ პროცედურებში). გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის შემთხვევაში მასში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო კონტროლის პროცედურების ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციებს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    106-ე მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომელიც საგადასახადო კონტროლის პროცედურების ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციების დამტკიცებას საქართველოს ფინანსთა მინისტრს ანიჭებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
213318²2562554318 (დ…10 (დ…7 (და…10 (დ…329106
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…ლიცენზიებისა და ნებართ…სამხედრო და ორმაგი დან…ენერგოეტიკეტირების შეს…საქართველოს საბიუჯეტო …