საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 13. ეკონომიკური საქმიანობა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება: ა) სახელმწიფო ხელისუფლების, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან, გარდა ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევისა; ბ) საქველმოქმედო საქმიანობა; გ) რელიგიური საქმიანობა; დ) დაქირავებით მუშაობა; ე) ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების განთავსება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე; ვ) საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეები ან/და ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით.

3.( ამოღებულია).

4.( ამოღებულია).

5.( ამოღებულია).

6.( ამოღებულია).

7.( ამოღებულია). საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2242 - სსმ I, №54, 20.12.2005წ., მუხ.361 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3182 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.127 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5984 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.70 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1021 - სსმ I, №3, 11.03.2009წ., მუხ.11

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება: ა) სახელმწიფო ხელისუფლების, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან, გარდა ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევისა; ბ) საქველმოქმედო საქმიანობა; გ) რელიგიური საქმიანობა; დ) დაქირავებით მუშაობა; ე) ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების განთავსება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე; ვ) საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეები ან/და ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით. 3. ( ამოღებულია). 4. ( ამოღებულია). 5. ( ამოღებულია). 6. ( ამოღებულია). 7. ( ამოღებულია). საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2242 - სსმ I, №54, 20.12.2005წ., მუხ.361 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3182 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.127 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5984 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.70 საქართველოს 2008 წლის  15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის  27 თებერვლის კანონი №1021 - სსმ I, №3, 11.03.2009წ., მუხ.11

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №40 · ძალაშია 11 მარ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 მარ. 2009 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 5 აგვ. 2008 – 1 იან. 2009 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    მე-13 მუხლის მე-7 ნაწილი ამოღებულია: ფასიანი ქაღალდების, წილის, სავალო ვალდებულებებისა და პაის შეძენა-რეალიზაციისა და საავტორო ან ანალოგიური უფლებების რეალიზაციის არასამეწარმეო საქმიანობასთან გათანაბრების წესი აღარ არსებობს.

  2. 13-ე მუხლის ჩამონათვალს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქმიანობისა და ოპერაციების შესახებ, კომიტეტთან შეთანხმებით.

  3. · გამოქვეყნდა 4 აპრ. 2008

    მე-13 მუხლის მე-7 ნაწილი ახლებურად არის ჩამოყალიბებული: ამოღებულია მე-4 ნაწილზე მითითებით დაწყებული პირობა, ჩამონათვალში ფასიანი ქაღალდები და წილი გადალაგდა, ობლიგაციების ნაცვლად დარჩა სავალო ვალდებულებები და დაემატა გამონაკლისი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საწარმოსთვის.

  4. · გამოქვეყნდა 22 ივლ. 2008

    13-ე მუხლის მე-4 ნაწილში შეიცვალა მითითებები „მეწარმეთა შესახებ“ კანონის პირველი მუხლის პუნქტებზე: სამეწარმეო საქმიანობა — მე-2 პუნქტზე, „ე“ ქვეპუნქტი — მე-3 პუნქტზე.

  5. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    მე-4 პუნქტის შესავალი ახლებურად არის ჩამოყალიბებული („კერძოდ“, „აგრეთვე“), ხოლო „ბ“ ქვეპუნქტი ახლა გამყიდველის მიერ წარმოებული საქონლის/გაწეული მომსახურების რეალიზაციას ეხება და არა მიწოდებულისას.

  6. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ეკონომიკური საქმიანობის გამონაკლისების წრეს დაემატა დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები, ხოლო ფუნქციების წყაროდ დაკონკრეტდა საქართველოს კანონმდებლობა.

  7. „გ“ ქვეპუნქტში ქონების იჯარით გადაცემის გვერდით დაემატა ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავება ან იჯარით გადაცემა, რაც ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალშია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
620³420910298²49 (დ…33182513
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…პროფესიული განათლების …ოკუპირებული ტერიტორიებ…ენერგეტიკისა და წყალმო…საჯარო რეესტრის შესახე…