საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 41. გადასახადის გადამხდელთა ვალდებულებები

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია: ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; ბ) ამ კოდექსით დადგენილი წესით აღრიცხვაზე დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში ან დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის მიზნით საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხოს შემოსავლები, ხარჯები და გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები, ცნობები და ბუღალტრული ანგარიშგება იმ გადასახადებზე, რომელთა მიმართაც იგი ითვლება გადასახადის გადამხდელად; ე) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოებსა და მათი თანამდებობის პირებს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები); ვ) შეასრულოს საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირთა კანონიერი მოთხოვნები საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას; ზ) განაცხადოს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის ან გადასახადებისაგან გათავისუფლების შესახებ და საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს ან საგადასახადო აგენტს წარუდგინოს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები; თ) უზრუნველყოს იმ დოკუმენტების შენახვა, რომელთა საფუძველზედაც ხდება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო დეკლარაციების შედგენა, აგრეთვე შემოსავლისა და მოგების მიღების, გაწეული ხარჯებისა და გადახდილი ან/და დაკავებული გადასახადების დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა 6 წლის ვადით; ი) შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

2.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ცნობები: ა) საქართველოს საწარმოებმა, საქართველოს ორგანიზაციებმა და მეწარმე ფიზიკურმა პირებმა წარუდგინონ ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ ბანკებსა და საბანკო ოპერაციების განმახორციელებელ სხვა ორგანიზაციებში საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ, ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; ბ ) საწარმოს („ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოს გარდა ) ქვედანაყოფების რეგისტრაციის , რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ მათი რეგისტრაციიდან , რეორგანიზაციიდან ან ლიკვიდაციიდან 10 დღის ვადაში , საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად ; გ ) საწარმოს („ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოს გარდა ) გაკოტრებულად გამოცხადების , ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში , საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად ; დ ) თავისი („ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების გარდა ) საქმიანობის ადგილის , მართვის ადგილის ან ეკონომიკური საქმიანობის ადგილის შეცვლის შესახებ , ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში , საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად .

3.გადასახადის გადამხდელი ამ მუხლით გათვალისწინებულ ცნობებს საგადასახადო ორგანოს წარუდგენს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმით.

4.საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3979 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.347 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1965 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.254

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია: ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; ბ) ამ კოდექსით დადგენილი წესით აღრიცხვაზე დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში ან დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის მიზნით საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხოს შემოსავლები, ხარჯები და გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები, ცნობები და ბუღალტრული ანგარიშგება იმ გადასახადებზე, რომელთა მიმართაც იგი ითვლება გადასახადის გადამხდელად; ე) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოებსა და მათი თანამდებობის პირებს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები); ვ) შეასრულოს საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირთა კანონიერი მოთხოვნები საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას; ზ) განაცხადოს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის ან გადასახადებისაგან გათავისუფლების შესახებ და საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს ან საგადასახადო აგენტს წარუდგინოს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები; თ) უზრუნველყოს იმ დოკუმენტების შენახვა, რომელთა საფუძველზედაც ხდება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო დეკლარაციების შედგენა, აგრეთვე შემოსავლისა და მოგების მიღების, გაწეული ხარჯებისა და გადახდილი ან/და დაკავებული გადასახადების დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა 6 წლის ვადით; ი) შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები. 2. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ცნობები: ა) საქართველოს საწარმოებმა, საქართველოს ორგანიზაციებმა და მეწარმე ფიზიკურმა პირებმა წარუდგინონ ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ ბანკებსა და საბანკო ოპერაციების განმახორციელებელ სხვა ორგანიზაციებში საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ, ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; ბ ) საწარმოს („ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოს გარდა ) ქვედანაყოფების რეგისტრაციის , რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ მათი რეგისტრაციიდან , რეორგანიზაციიდან ან ლიკვიდაციიდან 10 დღის ვადაში , საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად ; გ ) საწარმოს („ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოს გარდა ) გაკოტრებულად გამოცხადების , ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში , საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად ; დ ) თავისი („ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების გარდა ) საქმიანობის ადგილის , მართვის ადგილის ან ეკონომიკური საქმიანობის ადგილის შეცვლის შესახებ , ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში , საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად . 3. გადასახადის გადამხდელი ამ მუხლით გათვალისწინებულ ცნობებს საგადასახადო ორგანოს წარუდგენს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმით. 4. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3979 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.347 საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1965 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.254

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №46 · ძალაშია 1 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 მარ. 2009 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 22 დეკ. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    41-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის წარდგენა ახლა საქართველოს ფარგლებს გარეთ გახსნილ ანგარიშებს ეხება, ხოლო უცხოური საწარმოების შესახებ ცალკე წესი ამოღებულია.

  2. · გამოქვეყნდა 19 ნოე. 2009

    41-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ბ) ქვეპუნქტში ფინანსთა სამინისტროს ორგანოში სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის დანაწესი შეიცვალა ალტერნატივით: აღრიცხვაზე დადგომა საგადასახადო ორგანოში ან რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

  3. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    41-ე მუხლის პირველ ნაწილში დაემატა საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ 5 სამუშაო დღის ვადაში შეტყობინების ვალდებულება, ხოლო ქვედანაყოფების შესახებ ნორმა „ბ“ ქვეპუნქტად რჩება.

  4. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    41-ე მუხლში საწარმოს, კავშირსა და ფონდს დაემატა სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის ვალდებულება, ხოლო მე-2 ნაწილის შეტყობინების ვალდებულებებიდან ისინი ნაწილობრივ გამოირიცხა.

  5. 41-ე მუხლის პირველ პუნქტში „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში კავშირისა და ფონდის ნაცვლად მითითებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით რეგისტრაცია ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში გაივლება. „დ“ ქვეპუნქტში ამოღებულია სიტყვა „განხორციელების“.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
67967673218²4351535 (და…2 (და…11¹ (…3112041
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს სამოქალაქო…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს საბაჟო კოდ…