საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 47². წინასწარი გადაწყვეტილება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია პირის მოთხოვნის საფუძველზე გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე.

2.წინასწარი გადაწყვეტილება გამოიცემა მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

3.წინასწარი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომლის მიმართაც გამოიცა იგი. ამასთანავე, წინასწარ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა გადაწყვეტილება.

4.თუ პირი მოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის დარიცხვა ან/და სანქციის დაკისრება.

5.წინასწარი გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ: ა) მასში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა წინასწარ გადაწყვეტილებაზე, არ შეესაბამება რეალურად არსებულს; ბ) გაუქმდა ან შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა წინასწარი გადაწყვეტილება.

6.პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნაში წარმოდგენილი ინფორმაცია განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას.

7.თუ პირი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს წინასწარ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

8.წინასწარი გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან.

9.შემოსავლების სამსახურს შეუძლია თავის მიერ გამოცემულ წინასწარ გადაწყვეტილებაში პირის მოთხოვნის საფუძველზე და დამატებითი ან შესწორებული ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში შეიტანოს ცვლილება და დამატება, თუ პირს ცვლილებისა და დამატების შეტანამდე არ გამოუყენებია გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილება იმ ოპერაციის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც გამოიცა იგი.

10.წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 თავი VI საქართველოს საგადასახადო ორგანოები და მათი ძირითადი ფუნქციები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია პირის მოთხოვნის საფუძველზე გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე. 2. წინასწარი გადაწყვეტილება გამოიცემა მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 60 დღისა. 3. წინასწარი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომლის მიმართაც გამოიცა იგი. ამასთანავე, წინასწარ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა გადაწყვეტილება. 4. თუ პირი მოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის დარიცხვა ან/და სანქციის დაკისრება. 5. წინასწარი გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ: ა) მასში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა წინასწარ გადაწყვეტილებაზე, არ შეესაბამება რეალურად არსებულს; ბ) გაუქმდა ან შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა წინასწარი გადაწყვეტილება. 6. პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნაში წარმოდგენილი ინფორმაცია განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას. 7. თუ პირი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს წინასწარ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი წესით. 8. წინასწარი გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან. 9. შემოსავლების სამსახურს შეუძლია თავის მიერ გამოცემულ წინასწარ გადაწყვეტილებაში პირის მოთხოვნის საფუძველზე და დამატებითი ან შესწორებული ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში შეიტანოს ცვლილება და დამატება, თუ პირს ცვლილებისა და დამატების შეტანამდე არ გამოუყენებია გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილება იმ ოპერაციის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც გამოიცა იგი. 10. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 თავი VI საქართველოს საგადასახადო ორგანოები და მათი ძირითადი ფუნქციები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 დეკ. 2004 – 1 სექ. 2010 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    დაემატა 47² მუხლი წინასწარი გადაწყვეტილების ინსტიტუტის შესახებ: გამცემი ორგანო, 60-დღიანი ვადა, მოქმედების ფარგლები, გამოუყენებლობის საფუძვლები, გასაჩივრება და მინისტრთან შეთანხმება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26147129¹46¹19 (დ…17² (…15 (დ…11411522231647²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სივრცის და…საქართველოს სამოქალაქო…