Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებმუხლი 30²

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 30². პროპორციულობის პრინციპი

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:რისკების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 30-ე და 30 1 მუხლების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საზედამხედველო ზომის, სანქციის (ფულადი ჯარიმის) ან ადრეული ინტერვენციის ზომის გამოყენების საფუძვლების პროპორციული უნდა იყოს. საზედამხედველო ზომის, სანქციის (ფულადი ჯარიმის) ან ადრეული ინტერვენციის ზომის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ამ კანონის 30-ე და 30 1 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლების სერიოზულობას. ამ მიზნით ეროვნული ბანკი, სულ მცირე, აფასებს კომერციული ბანკის ფინანსურ მდგომარეობას, კომერციული ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის დონეს მისი რისკების მიმართ, კომერციული ბანკის ფინანსურ მდგომარეობაზე იმავე მუხლებით განსაზღვრული საფუძვლების ეფექტს, მასშტაბს, ოდენობას, მათ ურთიერთმიმართებას, ხანგრძლივობასა და სიხშირეს, კომერციული ბანკის საქმიანობის კანონიერებას ან/და კომერციული ბანკის აქტივებისთვის ზარალის მიყენების შესაძლო საფრთხეს; ბ) კომერციული ბანკის მზადყოფნასა და რესურსს, აღმოფხვრას ამ კანონის 30-ე და 30 1 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლები. ამ მიზნით ეროვნული ბანკი, სულ მცირე, აფასებს კომერციული ბანკის ადმინისტრატორების შესაძლებლობას, გამოავლინონ და შეაფასონ კომერციული ბანკის რისკები, მონიტორინგი გაუწიონ მათ და მართონ ისინი. იგი ასევე აფასებს, რამდენად ეფექტიანად აღმოიფხვრება იმავე მუხლებით განსაზღვრული საფუძვლები და რამდენად თანამშრომლობენ კომერციული ბანკი, მისი ადმინისტრატორები და მაკონტროლებელი პირები ეროვნულ ბანკთან; გ) იმას, თუ რამდენად ექმნება საფრთხე ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ეფექტიან ფუნქციონირებას. ამ მიზნით ეროვნული ბანკი აფასებს და ითვალისწინებს კომერციული ბანკის სისტემურობასა და მის ზომას, აგრეთვე მის ურთიერთმიმართებას საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან, კომერციული ბანკის ფუნქციების ჩანაცვლებადობას, საქმიანობის სფეროებსა და კომპლექსურობას.

2.ეს მუხლი არ ვრცელდება საზედამხედველო ზომის, სანქციის (ფულადი ჯარიმის) და ადრეული ინტერვენციის ზომის ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევისთვის გამოყენების შემთხვევებზე. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. თავი VII რეზოლუცია და ლიკვიდაცია საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

წინა მუხლი 30¹შემდეგი მუხლი 31

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რეგულატორული რისკის შეფასება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №53

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 30¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 30ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)
  • 30¹ადრეული ინტერვენცია
  • 32რეზოლუციის პრინციპები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 34პროპორციულობის პრინციპი
  • 33საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)
  • 26ეკონომიკური ლიმიტები, ნორმატივები და ინდივიდუალური მოთხოვნები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 55⁵სარეზოლუციო ფონდი
  • 55²ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება
  • 68ადმინისტრირების ნორმები

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 23სანქციები

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 29ეროვნული ბანკის მიერ პირისთვის სანქციის (ფულადი ჯარიმის) დაკისრების უფლებამოსილება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 82საზედამხედველო ორგანოს მიერ სანქციების დაკისრების უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30¹303255⁵55²6823823433262930²
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…საქართველოს ეროვნული ბ…დეპოზიტების დაზღვევის …ფასიან ქაღალდებად გარდ…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026