Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებმუხლი 37⁹

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 37⁹. კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია ახალი აქციების გამოშვებით

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ინსტიტუციური ინვესტიცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის გასაზრდელად და მისი ჯანსაღი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად მიიღოს გადაწყვეტილება ამ კომერციული ბანკის მიერ ახალი აქციების გამოშვებისა და მათი რეალიზაციის შესახებ.

2.რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად დასასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული ახალი აქციები შესთავაზოს ამ კომერციული ბანკის აქციონერებს, თუ ისინი აკმაყოფილებენ აქციონერებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და მათ არ დაურღვევიათ ეროვნული ბანკის მოთხოვნები და მითითებები. თუ ეროვნული ბანკი რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციონერებს არ შესთავაზებს ამ კომერციული ბანკის მიერ გამოშვებულ ახალ აქციებს, მათ არ ექნებათ აღნიშნული აქციების უპირატესი შესყიდვის ან სხვაგვარად შესყიდვის უფლება.

3.რეზოლუციის იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციონერები და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების მფლობელები იღებენ პირველად ზარალს, ამ კომერციული ბანკის მიერ ახალი აქციების გამოშვებამდე ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს აღნიშნული კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერა ან აქციებში კონვერტაცია ამ კანონის 37 4 მუხლის შესაბამისად.

4.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს კომერციული ბანკის ახალი აქციების გამოშვებით რეკაპიტალიზაციის პირობები, აგრეთვე კაპიტალში მათი შენატანების განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო დღეს. აღნიშნული შენატანები სრულად უნდა განაღდდეს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამ ვალდებულების შესრულების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

წინა მუხლი 37⁸შემდეგი მუხლი 38

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • On-chain ანალიტიკა და Cointime Economics მეთოდოლოგიასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №53

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 37⁴

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37⁴რეკაპიტალიზაცია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერით ან აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაციით
  • 37⁷კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება
  • 37¹⁰კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია მისი ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 55²ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება
  • 55¹კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნები და ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებები
  • 55⁷რეზოლუციის/ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი, იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი კომერციული ბანკი

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 10იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ავტორიზაციის მოპოვება
  • 26საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები
  • 22იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ემიტენტის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 19რესეკიურიტიზაციის განხორციელების აკრძალვა

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 14საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 43საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4337⁴37⁷37¹⁰55²55¹55⁷102622141937⁹
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…საქართველოს ეროვნული ბ…იპოთეკით დაცული ობლიგა…ფასიან ქაღალდებად გარდ…დემატერიალიზებული ფასი…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026