იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

მუხლი 10. იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ავტორიზაციის მოპოვება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

მია ზოიძეირაკლი ღლონტისულხან კაპანაძე

1.იპოთეკური ობლიგაციების გამოშვების მსურველი კომერციული ბანკი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკისგან მოიპოვოს ავტორიზაცია იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად .

2.იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის ავტორიზაცია კომერციულ ბანკზე გაიცემა , თუ იგი აკმაყოფილებს სულ მცირე შემდეგ პირობებს : ა ) კომერციულ ბანკს აქვს ადეკვატური საოპერაციო პროგრამა იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ; ბ ) კომერციულ ბანკს ჩამოყალიბებული აქვს ინვესტორთა დაცვაზე ორიენტირებული , ადეკვატური პოლიტიკა , პროცესები და მეთოდოლოგია უზრუნველყოფის აქტივებად გამოყენებული სესხების დამტკიცებისთვის , მათში ცვლილების შეტანისთვის , მათი განახლებისა და რეფინანსირებისთვის ; გ ) კომერციული ბანკის მმართველი ორგანოს წევრებსა და თანამშრომლებს , რომლებიც მონაწილეობენ იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განხორციელებაში , აქვთ სათანადო გამოცდილება და ცოდნა ; დ ) კომერციულ ბანკს აქვს საკმარისი რესურსი უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანების შექმნისთვის , მართვისა და ზედამხედველობისთვის .

3.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის კომერციულ ბანკზე გაცემული ავტორიზაცია შემდეგ შემთხვევებში : ა ) კომერციულმა ბანკმა ავტორიზაცია არასწორი ინფორმაციის წარდგენით ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელებით მიიღო ; ბ ) კომერციული ბანკი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს , რომელთა საფუძველზედაც გაიცა ავტორიზაცია ; გ ) კომერციულმა ბანკმა არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონით , საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებით , მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტით ან მითითებით განსაზღვრული მოთხოვნა ( მოთხოვნები ) იმგვარად , რომ საფრთხე შეექმნა იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის პროგრამის კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით განხორციელებას ; დ ) კომერციულმა ბანკმა ავტორიზაციის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში არ გამოუშვა იპოთეკური ობლიგაციები .

4.იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზაციის გაცემის დამატებითი წესი დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით .

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ბასილაია

დავით ბასილაია

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნიკოლოზ ფხალაძე

ნიკოლოზ ფხალაძე

ადვოკატი/ იურისტი სასამართლო დავების მიმართულებით

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9⁴30137¹⁴37⁹255⁷3155³27181121810
მითითებამნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს ეროვნული ბ…კომერციული ბანკების სა…საქართველოს სამოქალაქო…ლიცენზიებისა და ნებართ…ფასიან ქაღალდებად გარდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა