1.უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც დაკავებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ან საქართველოდან გაძევების მიზნით, ანდა ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა და ამის შესახებ თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე აცნობოს სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, პენიტენციური დაწესებულების ან სხვა საპატიმრო დაწესებულების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილი თანამდებობის პირები უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს აწვდიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ ინფორმაციას.
4.საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას ან საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართოს ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებებს, ამ უწყებათა უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელისაგან ან მოქალაქეობის არმქონე პირისაგან დამოუკიდებელი გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლის საერთაშორისო დაცვის ამ პუნქტით დადგენილ ვადაში მოთხოვნაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ამ გარემოებების არსებობის ვადისა. საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას ან საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებათა უფლებამოსილი თანამდებობის პირები უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ აწვდიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას.
5.საქართველოს პროკურატურის ან პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს სამინისტროს ინფორმირება იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ, რომელმაც მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, და სამინისტროს არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უნდა გადაუგზავნოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №961 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3099 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
უზენაესმა სასამართლომ შეაფასა მოლდოვაში სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით მოთხოვნილი ექსტრადიციის დასაშვებობა, მათ შორის ორმაგი დანაშაულებრიობა და ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხე. პალატამ დაასკვნა, რომ ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები არ დადგინდა და უფლებების დარღვევის რეალური საფრთხე კონკრეტული მტკიცებულებებით არ იყო დასაბუთებული. დაცვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის განჩინება უცვლელად დარჩა.
საქმე შეეხებოდა ექსტრადიციის დასაშვებობას განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის და გადაცემის შემთხვევაში სიცოცხლისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეს. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა და საფრთხის შესახებ ზოგადი განცხადებები სათანადო მტკიცებულებით არ იყო გამყარებული. დაცვის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის განჩინება უცვლელად დარჩა; უცხო სახელმწიფოში ადრე განსაზღვრული სასჯელი იყო 29 წლითა და 22 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული პირის ექსტრადიციის დასაშვებობა, მათ შორის ორმაგი დანაშაულებრიობის, უფლებების დარღვევის საფრთხისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის თვალსაზრისით. პალატამ მიიჩნია, რომ ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა, ხოლო შეურაცხყოფისათვის განსაზღვრული სასჯელის მოსახდელად ექსტრადიცია ორმაგი დანაშაულებრიობის არარსებობის გამო დაუშვებელი იყო. დაცვის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის განჩინება უცვლელად დარჩა.
ექსტრადიციისას ორმაგი დანაშაულებრიობა და სასჯელის ზღვარი
საკასაციო პალატამ შეამოწმა სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით ბრალდებულის ექსტრადიციის დასაშვებობა, მათ შორის, ორმაგი დანაშაულებრიობა, ხანდაზმულობა და ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხე. პალატამ დაასკვნა, რომ ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა, ხოლო ბრალდებულის მიმართ უფლებების დარღვევის კონკრეტული საფრთხე წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა. დაცვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ პირველი ინსტანციის განჩინება უცვლელად დარჩა.
უზენაესმა სასამართლომ განიხილა, აბრკოლებდა თუ არა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა და რელიგიური დევნის შესახებ საჩივარი თურქეთში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას. პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მასალებით დევნის ან უფლებების დარღვევის რეალური საფრთხე არ დასტურდებოდა, ხოლო საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული წარმოება თავისთავად არ აბრკოლებდა ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას. სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის განჩინება უცვლელად დატოვა; სასჯელი არ დანიშნულა.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული პირის სასჯელის მოსახდელად ექსტრადიციის დასაშვებობა, მათ შორის ორმაგი დანაშაულებრიობა, ხანდაზმულობა და ოჯახური ცხოვრების უფლება. პალატამ მიიჩნია, რომ ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევის არსებითი საფრთხე არ დასტურდებოდა. დაცვის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის განჩინება უცვლელად დარჩა; უცხო სახელმწიფოში განსაზღვრული სასჯელია თავისუფლების აღკვეთა თოთხმეტი წლითა და თორმეტი თვით, საიდანაც მოწოდებული ცნობით ფაქტობრივად მოსახდელია ცხრა წელი და შვიდი თვე.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც დაკავებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ან საქართველოდან გაძევების მიზნით, ანდა ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში.2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა და ამის შესახებ თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე აცნობოს სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, პენიტენციური დაწესებულების ან სხვა საპატიმრო დაწესებულების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.3. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილი თანამდებობის პირები უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს აწვდიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ ინფორმაციას.4. საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას ან საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართოს ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებებს, ამ უწყებათა უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელისაგან ან მოქალაქეობის არმქონე პირისაგან დამოუკიდებელი გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლის საერთაშორისო დაცვის ამ პუნქტით დადგენილ ვადაში მოთხოვნაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ამ გარემოებების არსებობის ვადისა. საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას ან საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებათა უფლებამოსილი თანამდებობის პირები უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ აწვდიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას.5. საქართველოს პროკურატურის ან პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს სამინისტროს ინფორმირება იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ, რომელმაც მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, და სამინისტროს არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უნდა გადაუგზავნოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება.საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №961 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3099 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №3 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
24-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკე უფლებამოსილი ორგანო ამოღებულია, მე-5 პუნქტში კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმირების ვალდებულების სუბიექტთა რიცხვიდან ამოღებულია.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.