საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 25. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის წარდგენა

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ მათთვის წარდგენილი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნონ სამინისტროს.

2.სამინისტრომ სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება და მიმღებ ცენტრში განთავსება. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის განსახლება უნდა განხორციელდეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.

3.სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინფორმირება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – ასეთი ორგანოს ინფორმირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ. აღნიშნული ორგანო საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნას.

4.თუ საერთაშორისო დაცვა მოითხოვა კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილმა არასრულწლოვანმა ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, იგი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი ოქმის შედგენის საფუძველზე დაუყოვნებლივ რეგისტრირდება თავშესაფრის მაძიებლად. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნის შემდეგ. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის ათვლა დაიწყება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციის დღიდან.

5.სამინისტრომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ოჯახის წევრების უმოკლეს ვადაში მოძიება ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ მათთვის წარდგენილი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნონ სამინისტროს. 2. სამინისტრომ სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება და მიმღებ ცენტრში განთავსება. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის განსახლება უნდა განხორციელდეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. 3. სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინფორმირება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – ასეთი ორგანოს ინფორმირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ. აღნიშნული ორგანო საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნას. 4. თუ საერთაშორისო დაცვა მოითხოვა კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილმა არასრულწლოვანმა ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, იგი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი ოქმის შედგენის საფუძველზე დაუყოვნებლივ რეგისტრირდება თავშესაფრის მაძიებლად. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნის შემდეგ. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის ათვლა დაიწყება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციის დღიდან. 5. სამინისტრომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ოჯახის წევრების უმოკლეს ვადაში მოძიება ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 2 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁴48⁸1198¹20²2831492341¹2835772325
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…კანონთან კონფლიქტში მყ…ზოგადი განათლების შესა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს ადმინისტრა…