Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 67

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 67. სამინისტრო

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.10.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საერთაშორისო დაცვის შესახებ
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 77. სამინისტრო
თემები:თავშესაფრის განცხადებებისაერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის უფლების განხორციელებას.

2.ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამინისტრო: ა) ახდენს თავშესაფრის მაძიებლის იდენტიფიკაციას და შესაბამისი სტატუსის განსაზღვრისას ამოწმებს მიწოდებულ ფაქტებს, საჭიროების შემთხვევაში ამოწმებს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხს; ბ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხზე რეკომენდაციის მისაღებად; გ) ამოწმებს თავშესაფრის მაძიებლის დოკუმენტებს სასაზღვრო გამტარ პუნქტში; დ) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტავს ამ კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებას და მოვალეობებს, აგრეთვე თავშესაფრის პროცედურას იმ შემთხვევაში, როდესაც იგი თავშესაფარს სასაზღვრო გამტარ პუნქტში ითხოვს; ე) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიღებას და არგაძევებას ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული არგაძევების პრინციპის დაცვით; ვ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ატარებს მასთან პირველად გასაუბრებას; ზ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში იღებს მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამ პირს სამგზავრო დოკუმენტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ მას არ გააჩნია სამგზავრო დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დგება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე; თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს იმ პირის საქართველოდან გაძევების საკითხს, რომელსაც ამ კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის პროცედურის შესაბამისად  არ მიენიჭა ამ კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი, ან რომელსაც ამაზე უარი ეთქვა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, ან რომელსაც ამ კანონის შესაბამისად შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა მინიჭებული სტატუსი; ი) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აცნობებს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად სამინისტროს მიერ თავშესაფრის მაძიებლის საქმეზე მიღებული ამ კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნა მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების შესახებ; კ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიკაციაში დახმარების მისაღებად, თუ სამინისტრო თავად ვერ ახდენს პირის იდენტიფიცირებას; ლ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უგზავნის თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სიებს მათზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობისა და ბინადრობის მოწმობის გაცემის მიზნით. სამინისტრო ამ სააგენტოს ასევე აწვდის თავშესაფრის მაძიებლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის თაობაზე ინფორმაციას მათზე გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, დროებითი ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაუქმების მიზნით; მ) თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების განხორციელების უზრუნველყოფისას თანამშრომლობს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან; ნ) საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას აწვდის თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ ინფორმაციას; ო) ახორციელებს მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას; პ) ანაზღაურებს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის საფუძველზე თავშესაფრის მაძიებლისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის ჩატარებული შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს; ჟ) ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.მინისტრი უფლებამოსილია ამ კანონით სამინისტროს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს შესაბამისი ნორმატიული აქტები. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3099 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის უფლების განხორციელებას. 2. ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამინისტრო: ა) ახდენს თავშესაფრის მაძიებლის იდენტიფიკაციას და შესაბამისი სტატუსის განსაზღვრისას ამოწმებს მიწოდებულ ფაქტებს, საჭიროების შემთხვევაში ამოწმებს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხს; ბ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხზე რეკომენდაციის მისაღებად; გ) ამოწმებს თავშესაფრის მაძიებლის დოკუმენტებს სასაზღვრო გამტარ პუნქტში; დ) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტავს ამ კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებას და მოვალეობებს, აგრეთვე თავშესაფრის პროცედურას იმ შემთხვევაში, როდესაც იგი თავშესაფარს სასაზღვრო გამტარ პუნქტში ითხოვს; ე) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიღებას და არგაძევებას ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული არგაძევების პრინციპის დაცვით; ვ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ატარებს მასთან პირველად გასაუბრებას; ზ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში იღებს მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამ პირს სამგზავრო დოკუმენტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ მას არ გააჩნია სამგზავრო დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დგება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე; თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს იმ პირის საქართველოდან გაძევების საკითხს, რომელსაც ამ კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის პროცედურის შესაბამისად  არ მიენიჭა ამ კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი, ან რომელსაც ამაზე უარი ეთქვა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, ან რომელსაც ამ კანონის შესაბამისად შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა მინიჭებული სტატუსი; ი) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აცნობებს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად სამინისტროს მიერ თავშესაფრის მაძიებლის საქმეზე მიღებული ამ კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნა მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების შესახებ; კ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიკაციაში დახმარების მისაღებად, თუ სამინისტრო თავად ვერ ახდენს პირის იდენტიფიცირებას; ლ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უგზავნის თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სიებს მათზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობისა და ბინადრობის მოწმობის გაცემის მიზნით. სამინისტრო ამ სააგენტოს ასევე აწვდის თავშესაფრის მაძიებლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის თაობაზე ინფორმაციას მათზე გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, დროებითი ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაუქმების მიზნით; მ) თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების განხორციელების უზრუნველყოფისას თანამშრომლობს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან; ნ) საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას აწვდის თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ ინფორმაციას; ო) ახორციელებს მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას; პ) ანაზღაურებს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის საფუძველზე თავშესაფრის მაძიებლისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის ჩატარებული შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს; ჟ) ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მინისტრი უფლებამოსილია ამ კანონით სამინისტროს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს შესაბამისი ნორმატიული აქტები. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3099 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
  2. 11 ივლ. 2018

    მე-2 პუნქტის ა–ე ქვეპუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა ა–ლ ქვეპუნქტებად და სამინისტროს დაემატა იდენტიფიკაციის, სასაზღვრო შემოწმების, განმარტების, არგაძევების, გასაუბრების, განცხადების მიღებისა და გაძევების განხილვის უფლებამოსილებები; ყოფილი ვ–კ ქვეპუნქტები გადაინომრა მ–ჟ-დ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 66შემდეგი მუხლი 68

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პოლიტიკური თავშესაფარი (სისხლის სამართლე)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თავშესაფარი რელიგიური დევნის საფუძველზე2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №11

  • 2 ცვლილება · ბოლო 7 ივლ. 2025
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 77სამინისტრო
  • 3ტერმინთა განმარტება
  • 67თავშესაფრის მაძიებლის მოვალეობები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

  • 16დევნილის სოციალური დაცვა
  • 17დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე მისი ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლებისა და ინტეგრაციის სახელმწიფო გარანტიები
  • 19დევნილის დახმარების ორგანიზება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 12სამსახურის უფლებამოსილება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²⁹მოსამართლის ბრძანება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 53¹საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენა
  • 53³უკანონო მიგრაციის გამოსავლენად უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 25საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 23მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²⁹16171953¹53³12823257736767
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ოკუპირებულ…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…