ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

მუხლი 10. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების შეჩერება და ხელახალი ამოქმედება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 9 თებ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში მისი ხელახალი ამოქმედება დაუშვებელია. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების შემდეგაა შესრულებული/დასმული, ბათილია.

2.კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმებისას, მოქმედების შეჩერებისას და ხელახალი ამოქმედებისას უნდა მიეთითოს შესაბამისი დრო და თარიღი, რომლებიც ეყრდნობა საერთაშორისო კოორდინირებულ დროსთან (UTC) დაკავშირებულ დროის ზუსტ წყაროს. დაუშვებელია ამ მოქმედებების წარსული დროისა და თარიღის მითითებით განხორციელება. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელმა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების შეჩერება და ხელახალი ამოქმედება შესაბამისი დროისა და თარიღის მითითებით, დაუყოვნებლივ უნდა აღრიცხოს.

3.კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია  მისი მომსახურების მომხმარებელს შესთავაზოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მომსახურება, რომელიც სერტიფიკატის მოქმედების დროებით შეჩერებას გულისხმობს. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მომენტში გამოაქვეყნოს ინფორმაცია მისი შეჩერების შესახებ და უზრუნველყოს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა აღნიშნული სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში.

4.კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მოქმედება ჩერდება: ა) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე; ბ) საზედამხედველო ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ, შინაგანაწესით განსაზღვრულ შემთხვევაში; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

5.იმ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის ხელახალი ამოქმედების მოთხოვნა, რომლის მოქმედებაც შეჩერდა, შეუძლია აღნიშნული სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ინიციატორს ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირს.

6.კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი უქმდება: ა) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე; ბ) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებიდან 10 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, თუ ამ პერიოდში აღნიშნული სერტიფიკატი ხელახლა არ ამოქმედდა; გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ, შინაგანაწესით განსაზღვრულ შემთხვევაში; დ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემისა და მომსახურების მიწოდების უფლებამოსილება სხვა პირს არ გადაეცა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

7.კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელმა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მფლობელს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების, მოქმედების შეჩერებისა და ხელახალი ამოქმედების შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 მაი. 2017 – 27 თებ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
79771914⁴56⁴574086998 (და…10
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული დოკუმენტის…საექიმო საქმიანობის შე…მეთევზე-მეზღვაურთა გან…კონტრდაზვერვითი საქმია…საქართველოს საჰაერო კო…ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა