ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

მუხლი 8. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციური დადგენა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 9 თებ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციური დადგენა ხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის მომენტში აღნიშნული ხელმოწერა/შტამპი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს უნდა ეფუძნებოდეს; ბ)  კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ უნდა იყოს გაცემული და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენების მომენტში ძალაში უნდა იყოს; გ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციური დადგენის მომსახურების მიმღები მხარისთვის (მიმღები მხარე) წარდგენილ მონაცემებს; დ) მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც უნიკალურად განსაზღვრავს ხელმომწერს/შტამპის დამსმელს და მოცემულია სერტიფიკატში, ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს მიმღები მხარისთვის წარდგენილ მონაცემებს; ე) თუ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ფსევდონიმის გამოყენებით სრულდება, ამის თაობაზე უნდა ეცნობოს მიმღებ მხარეს; ვ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული შტამპი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების გამოყენებით უნდა იყოს შექმნილი; ზ) ხელმოწერილი მონაცემების მთლიანობა დაცული უნდა იყოს; თ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს განვითარებული ელექტრონული ხელმოწერისათვის/განვითარებული ელექტრონული შტამპისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.

2.კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციური დადგენისათვის გამოყენებული სისტემა მიმღებ მხარეს უნდა აწვდიდეს ინფორმაციას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შესახებ და უნდა იძლეოდეს მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გამოვლენის შესაძლებლობას.

3.კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციურ დადგენას ახორციელებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც: ა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობას ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ადგენს; ბ) მიმღებ მხარეს ავტომატურ რეჟიმში აწვდის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის დადგენის შესახებ სანდო ინფორმაციას, რომელსაც აქვს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციური დადგენა ხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის მომენტში აღნიშნული ხელმოწერა/შტამპი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს უნდა ეფუძნებოდეს; ბ)  კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ უნდა იყოს გაცემული და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენების მომენტში ძალაში უნდა იყოს; გ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციური დადგენის მომსახურების მიმღები მხარისთვის (მიმღები მხარე) წარდგენილ მონაცემებს; დ) მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც უნიკალურად განსაზღვრავს ხელმომწერს/შტამპის დამსმელს და მოცემულია სერტიფიკატში, ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს მიმღები მხარისთვის წარდგენილ მონაცემებს; ე) თუ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ფსევდონიმის გამოყენებით სრულდება, ამის თაობაზე უნდა ეცნობოს მიმღებ მხარეს; ვ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული შტამპი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების გამოყენებით უნდა იყოს შექმნილი; ზ) ხელმოწერილი მონაცემების მთლიანობა დაცული უნდა იყოს; თ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს განვითარებული ელექტრონული ხელმოწერისათვის/განვითარებული ელექტრონული შტამპისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები. 2. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციური დადგენისათვის გამოყენებული სისტემა მიმღებ მხარეს უნდა აწვდიდეს ინფორმაციას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შესახებ და უნდა იძლეოდეს მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გამოვლენის შესაძლებლობას. 3. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციურ დადგენას ახორციელებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც: ა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობას ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ადგენს; ბ) მიმღებ მხარეს ავტომატურ რეჟიმში აწვდის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის დადგენის შესახებ სანდო ინფორმაციას, რომელსაც აქვს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 10 მაი. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4³47⁴25111763987968
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული დოკუმენტის…ელექტრონული კომერციის …საჯარო სამართლის იურიდ…განათლების ხარისხის გა…საჯარო სამართლის იურიდ…უმაღლესი განათლების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა