Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებმუხლი 11

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

მუხლი 11. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია და მისი საქმიანობის ზედამხედველობა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 9 თებ. 2023
თემები:SSI და ციფრული იდენტობაციფრული ბანკინგიგადახდის მომსახურებაჯანდაცვის ტექნოლოგიებიმარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაკრიპტო დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.პირი, რომელსაც სურს გახდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, ვალდებულია მისი საქმიანობის ამ კანონთან და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადგენად გაიაროს ავტორიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ციფრული მმართველობის სააგენტოში (შემდგომ − ციფრული მმართველობის სააგენტო).

2.ციფრული მმართველობის სააგენტო კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: ა) საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ ამოწმებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის ამ კანონთან და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას; ბ) ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეაგირებას ახდენს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობაში აღმოჩენილ დარღვევებზე; გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს უჩერებს ან უუქმებს ავტორიზაციას; დ) აწარმოებს და აქვეყნებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლებისა და მათ მიერ შეთავაზებულ მომსახურებათა სიას.

3.პირმა, რომელსაც სურს გახდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, ციფრული მმართველობის სააგენტოს უნდა წარუდგინოს: ა) განაცხადი; ბ) აუდიტის დასკვნა მისი საქმიანობის ამ კანონთან და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შესახებ; გ) შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს შემთხვევაში დაადასტურებს მის მიერ საკმარისი ფინანსური რესურსებისა და გარანტიების ფლობას, ხოლო სხვა პირის შემთხვევაში − მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებობას; დ) შინაგანაწესი.

4.ციფრული მმართველობის სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, სისტემის უსაფრთხოებისა და ავტორიზაციის მსურველის საქმიანობის უწყვეტობის შეფასების მიზნით მას დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვოს. წარსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია განისაზღვრება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

5.ციფრული მმართველობის სააგენტო უფლებამოსილია ავტორიზაციის მსურველს ავტორიზაციაზე უარი განუცხადოს, თუ: ა) მან დოკუმენტაცია/ინფორმაცია არასრულად ან/და არაზუსტად წარადგინა; ბ) მისი საქმიანობა არ შეესაბამება ამ კანონსა და ტექნიკურ რეგლამენტს.

6.თუ ავტორიზაციის მსურველმა დოკუმენტაცია/ინფორმაცია არასრულად ან/და არაზუსტად წარადგინა, ციფრული მმართველობის სააგენტო მას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადას განუსაზღვრავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ აღმოიფხვრება, ციფრული მმართველობის სააგენტო უფლებამოსილია ავტორიზაციაზე უარი განაცხადოს, თუმცა ეს ავტორიზაციის მსურველს არ ართმევს უფლებას, ციფრული მმართველობის სააგენტოს ავტორიზაციის მოთხოვნით განმეორებით მიმართოს.

7.ციფრული მმართველობის სააგენტო უფლებამოსილია კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას შეუჩეროს ან შეუწყვიტოს ავტორიზაცია.

8.კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციისა და მისი საქმიანობის ზედამხედველობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6298 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 10 ივლ. 2020· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2020
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კიბერ რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტო მემკვიდრეობის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • SaaS შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ონლაინ მიმოხილვებში ცილისწამება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-02-09 · №2

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2020-06-26
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

  • 5კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის უფლებები და მოვალეობები
  • 13გარდამავალი დებულებანი
  • 6კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

  • 6სააგენტოს უფლებამოსილებები
  • 5სააგენტოს საქმიანობის მიზნები

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 6¹ავტორიზაცია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარებისთვის
  • 8¹ციფრული მმართველობის სააგენტოს და ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის უფლებები და მოვალეობები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 18ერთიანი ავტორიზაციის წესი
  • 15ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

  • 12გარდამავალი დებულებები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 17კონტროლი (შემოწმება)

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 9ამ კანონის დებულებების შესრულების მექანიზმები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18159126¹8¹171451366511
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტრონული დოკუმენტის…საჯარო სამართლის იურიდ…ინფორმაციული უსაფრთხოე…ელექტრონული კომუნიკაცი…სახელმწიფო სერვისების …საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 თებ. 2023