ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

მუხლი 9. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის კვალიფიციური შენახვა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 9 თებ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია განახორციელოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის კვალიფიციური შენახვის მომსახურების მიწოდება, რაც გულისხმობს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სანდოობის გახანგრძლივებას მისი ტექნოლოგიური მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია განახორციელოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის კვალიფიციური შენახვის მომსახურების მიწოდება, რაც გულისხმობს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სანდოობის გახანგრძლივებას მისი ტექნოლოგიური მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ. მუხლი 10. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების შეჩერება და ხელახალი ამოქმედება 1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში მისი ხელახალი ამოქმედება დაუშვებელია. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების შემდეგაა შესრულებული/დასმული, ბათილია. 2. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმებისას, მოქმედების შეჩერებისას და ხელახალი ამოქმედებისას უნდა მიეთითოს შესაბამისი დრო და თარიღი, რომლებიც ეყრდნობა საერთაშორისო კოორდინირებულ დროსთან (UTC) დაკავშირებულ დროის ზუსტ წყაროს. დაუშვებელია ამ მოქმედებების წარსული დროისა და თარიღის მითითებით განხორციელება. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელმა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების შეჩერება და ხელახალი ამოქმედება შესაბამისი დროისა და თარიღის მითითებით, დაუყოვნებლივ უნდა აღრიცხოს. 3. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია  მისი მომსახურების მომხმარებელს შესთავაზოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მომსახურება, რომელიც სერტიფიკატის მოქმედების დროებით შეჩერებას გულისხმობს. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მომენტში გამოაქვეყნოს ინფორმაცია მისი შეჩერების შესახებ და უზრუნველყოს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა აღნიშნული სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში. 4. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მოქმედება ჩერდება: ა) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე; ბ) საზედამხედველო ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ, შინაგანაწესით განსაზღვრულ შემთხვევაში; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 5. იმ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის ხელახალი ამოქმედების მოთხოვნა, რომლის მოქმედებაც შეჩერდა, შეუძლია აღნიშნული სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ინიციატორს ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირს. 6. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი უქმდება: ა) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე; ბ) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებიდან 10 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, თუ ამ პერიოდში აღნიშნული სერტიფიკატი ხელახლა არ ამოქმედდა; გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ, შინაგანაწესით განსაზღვრულ შემთხვევაში; დ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემისა და მომსახურების მიწოდების უფლებამოსილება სხვა პირს არ გადაეცა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 7. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელმა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მფლობელს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების, მოქმედების შეჩერებისა და ხელახალი ამოქმედების შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 27 თებ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 მაი. 2017 – 10 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
718⁵62111517681062899
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული დოკუმენტის…ელექტრონული კომუნიკაცი…ელექტრონული კომერციის …ბუღალტრული აღრიცხვის,ა…საჯარო შესყიდვების შეს…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა