ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

მუხლი 7. დროის კვალიფიციური აღნიშვნა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 9 თებ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დროის კვალიფიციური აღნიშვნა იძლევა დროისა და თარიღის სიზუსტის, აგრეთვე ამ დროსა და თარიღთან დაკავშირებულ მონაცემთა ერთობლიობის პრეზუმფციას.

2.დროის კვალიფიციური აღნიშვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) დრო და თარიღი მონაცემებს ისე უნდა უკავშირდებოდეს, რომ შესაძლებელი იყოს დროის, თარიღისა და მონაცემთა შემდგომი ცვლილების აღმოჩენა; ბ) დროის კვალიფიციური აღნიშვნა უნდა ეყრდნობოდეს დროის ზუსტ წყაროს, რომელიც საერთაშორისო კოორდინირებულ დროსთან (UTC) არის დაკავშირებული.

3.დროის კვალიფიციურ აღნიშვნას უნდა ჰქონდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი.

4.კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც დროის კვალიფიციურ აღნიშვნასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებას ახორციელებს, ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია: ა) უწყვეტ რეჟიმში აწარმოოს თავის მიერ გაცემული დროის კვალიფიციური აღნიშვნების მონაცემთა ბაზა და უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა; ბ) არ გასცეს დროის კვალიფიციური აღნიშვნა, თუ დაადგენს, რომ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მითითებული დრო შინაგანაწესში მოცემულ საერთაშორისო კოორდინირებული დროიდან (UTC) დასაშვებ მაქსიმალურ გადახრას სცილდება.

5.შინაგანაწესში, რომელიც დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების მიწოდების წესს განსაზღვრავს, დამატებით მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებული საერთაშორისო კოორდინირებული დროის (UTC) წყაროები; ბ) დროის კვალიფიციური აღნიშვნის გაცემისას საერთაშორისო კოორდინირებული დროიდან (UTC) დასაშვები მაქსიმალური გადახრა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დროის კვალიფიციური აღნიშვნა იძლევა დროისა და თარიღის სიზუსტის, აგრეთვე ამ დროსა და თარიღთან დაკავშირებულ მონაცემთა ერთობლიობის პრეზუმფციას. 2. დროის კვალიფიციური აღნიშვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) დრო და თარიღი მონაცემებს ისე უნდა უკავშირდებოდეს, რომ შესაძლებელი იყოს დროის, თარიღისა და მონაცემთა შემდგომი ცვლილების აღმოჩენა; ბ) დროის კვალიფიციური აღნიშვნა უნდა ეყრდნობოდეს დროის ზუსტ წყაროს, რომელიც საერთაშორისო კოორდინირებულ დროსთან (UTC) არის დაკავშირებული. 3. დროის კვალიფიციურ აღნიშვნას უნდა ჰქონდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი. 4. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც დროის კვალიფიციურ აღნიშვნასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებას ახორციელებს, ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია: ა) უწყვეტ რეჟიმში აწარმოოს თავის მიერ გაცემული დროის კვალიფიციური აღნიშვნების მონაცემთა ბაზა და უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა; ბ) არ გასცეს დროის კვალიფიციური აღნიშვნა, თუ დაადგენს, რომ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მითითებული დრო შინაგანაწესში მოცემულ საერთაშორისო კოორდინირებული დროიდან (UTC) დასაშვებ მაქსიმალურ გადახრას სცილდება. 5. შინაგანაწესში, რომელიც დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების მიწოდების წესს განსაზღვრავს, დამატებით მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებული საერთაშორისო კოორდინირებული დროის (UTC) წყაროები; ბ) დროის კვალიფიციური აღნიშვნის გაცემისას საერთაშორისო კოორდინირებული დროიდან (UTC) დასაშვები მაქსიმალური გადახრა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 10 მაი. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6434 (და…57917528678137
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტრონული დოკუმენტის…სახელმწიფო შესყიდვების…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს შრომის კოდ…ელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა