გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 38. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ არსებობს ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული საფუძველი და საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებამ შესაძლებელია გარემოზე მოახდინოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, რომელიც იდენტიფიცირებულია საქმიანობის განმახორციელებლის, დამგეგმავი ორგანოს, სააგენტოს ან/და ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული სახელმწიფოს მიერ, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა გამოსცემს საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს ვალდებულება, სააგენტოს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით წარუდგინოს შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული ეგზემპლარები, რომელიც შესაძლებელია ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას დაექვემდებაროს, და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადა. საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს მიერ თარგმნილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსთვის წარდგენამდე საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. სააგენტო ვალდებულია დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 1 დღის ვადაში, ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის.

2.საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს მიერ თარგმნილი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, 7 დღის ვადაში უგზავნის ამ დოკუმენტაციას ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოს და ატყობინებს მას საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილ გონივრულ ვადას, რომელშიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულმა სახელმწიფომ უნდა აცნობოს სააგენტოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობის შესახებ.

3.თუ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული არცერთი სახელმწიფო არ გამოხატავს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობის ინტერესს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, სააგენტო საქართველოს მთავრობის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შეწყვეტისა და გზშ-ის ან სგშ-ის პროცედურის გაგრძელების შესახებ. საქართველოს მთავრობა სააგენტოსთვის თანხმობის მიცემასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

4.თუ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული რომელიმე სახელმწიფო გამოხატავს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობის ინტერესს, მის მიერ ინტერესის გამოხატვიდან 1 თვის ვადაში, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ამ სახელმწიფოსთან გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ. ეს გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დოკუმენტებისა და მონაცემების გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1.  თუ არსებობს ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული საფუძველი და საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებამ შესაძლებელია გარემოზე მოახდინოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, რომელიც იდენტიფიცირებულია საქმიანობის განმახორციელებლის, დამგეგმავი ორგანოს, სააგენტოს ან/და ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული სახელმწიფოს მიერ, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა გამოსცემს საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს ვალდებულება, სააგენტოს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით წარუდგინოს შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული ეგზემპლარები, რომელიც შესაძლებელია ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას დაექვემდებაროს, და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადა. საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს მიერ თარგმნილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსთვის წარდგენამდე საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. სააგენტო ვალდებულია დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 1 დღის ვადაში, ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის. 2. საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს მიერ თარგმნილი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, 7 დღის ვადაში უგზავნის ამ დოკუმენტაციას ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოს და ატყობინებს მას საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილ გონივრულ ვადას, რომელშიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულმა სახელმწიფომ უნდა აცნობოს სააგენტოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობის შესახებ. 3. თუ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული არცერთი სახელმწიფო არ გამოხატავს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობის ინტერესს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, სააგენტო საქართველოს მთავრობის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შეწყვეტისა და გზშ-ის ან სგშ-ის პროცედურის გაგრძელების შესახებ. საქართველოს მთავრობა სააგენტოსთვის თანხმობის მიცემასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. 4. თუ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული რომელიმე სახელმწიფო გამოხატავს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობის ინტერესს, მის მიერ ინტერესის გამოხატვიდან 1 თვის ვადაში, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ამ სახელმწიფოსთან გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ. ეს გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დოკუმენტებისა და მონაცემების გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი,  09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2026 – 1 სექ. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2023
  3. · გამოქვეყნდა 24 მარ. 2022

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44²41²3517¹12 (დ…3741402214181938
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი შეფასებ…გარემოს დაცვის შესახებნორმატიული აქტების შეს…სამრეწველო ემისიების შ…საქართველოს სივრცის და…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა