გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 37. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა და სტრატეგიული დოკუმენტი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) გზშ-ისადმი დაქვემდებარებულმა საქმიანობამ, რომელიც საქართველოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე; ბ) სგშ-ისადმი დაქვემდებარებულმა სტრატეგიულმა დოკუმენტმა, რომელიც საქართველოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე; გ) საქმიანობამ ან სტრატეგიულმა დოკუმენტმა, რომელიც სხვა სახელმწიფოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს გარემოზე.

2.გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახელმწიფოს გარემოსდაცვით სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს ასეთი ვალდებულება ან საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებულია ორმხრივი ხელშეკრულება გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების შესახებ.

3.გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისთვის პასუხისმგებელია სააგენტო.

4.სააგენტო ვალდებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის.

5.თუ საქართველოსა და სხვა სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების ამ კოდექსით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პროცედურა და საფუძვლები, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასებისას გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების დებულებები. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) გზშ-ისადმი დაქვემდებარებულმა საქმიანობამ, რომელიც საქართველოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე; ბ) სგშ-ისადმი დაქვემდებარებულმა სტრატეგიულმა დოკუმენტმა, რომელიც საქართველოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე; გ) საქმიანობამ ან სტრატეგიულმა დოკუმენტმა, რომელიც სხვა სახელმწიფოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს გარემოზე. 2. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახელმწიფოს გარემოსდაცვით სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს ასეთი ვალდებულება ან საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებულია ორმხრივი ხელშეკრულება გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების შესახებ. 3. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. 4. სააგენტო ვალდებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის. 5. თუ საქართველოსა და სხვა სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების ამ კოდექსით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პროცედურა და საფუძვლები, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასებისას გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების დებულებები. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი,  09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2026 – 1 სექ. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2023
  3. · გამოქვეყნდა 24 მარ. 2022

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44²5579⁷41²3541¹2 (და…384140101437
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი შეფასებ…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს სივრცის და…ატმოსფერული ჰაერის დაც…სამრეწველო ემისიების შ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა