სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 3 (დანართი 1)

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 26 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის წვევამდელი, ფლობს სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი.

2.საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველი წვევამდელი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მიმართავს შესაბამისი განცხადებით, რომლის მიღების საფუძველია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა რიცხოვნობას, კანდიდატთა შერჩევის პერიოდსა და კრიტერიუმებს.

3.საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ განცხადება მიიღება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რის შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში წარსადგენად გაიცემა ცნობა წვევამდელის სპეციალურ შესწავლაში აყვანისა და საკონტრაქტო სამსახურში შესაძლო ჩარიცხვის შესახებ.

4.საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახდენს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში სამსახურისათვის საჭირო წვევამდელთა გათვალისწინების საკითხის ინიციირებას. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხავს მხოლოდ სპეციალური შესწავლის შედეგების მიხედვით შერჩეულ წვევამდელებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰³11³23²101630¹29772776111453 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს დაზვერვის …პენიტენციური კოდექსითავდაცვის კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს ადმინისტრა…