სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 4 (დანართი 1)

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 26 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის სურვილის მქონე წვევამდელთან ტარდება გასაუბრება, რომლის დროსაც მოწმდება კანდიდატის ზოგადი განათლების დონე და ინტელექტუალური მონაცემები.

2.საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის შერჩეული კანდიდატი ავსებს საკადრო აღრიცხვის ანკეტას, ხოლო მისი შევსებიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკადრო საქმიანობის განმახორციელებელ ქვედანაყოფს (შემდგომში – საკადრო ქვედანაყოფი) სავალდებულო წესით წარუდგენს შემდეგ დოკუმენტაციას: ა) თავისი და ახლო ნათესავების პირადობის, დაბადებისა და ქორწინების მოწმობების, ახლო ნათესავების გარდაცვალების ცნობის, დიპლომის, საბაზო ან საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს; ბ) ცნობას თავისი და ახლო ნათესავების სამუშაო ადგილიდან, ფორმა №1-ს, ფოტოსურათებს ზომით: 3X4 და 9X12 (2-2 ეგზემპლარსა და ელექტრონულ ვერსიას); გ) ცნობას სასწავლებლიდან; დ) პირადი საქმის შედგენისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას − სამსახურის მოთხოვნით.

3.საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებთან ერთად (როგორც წესი) საკადრო ქვედანაყოფს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტების დედნები, რომლებიც დაუბრუნდება მას ასლების დედნებთან შედარების შემდეგ.

4.სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩასარიცხი წვევამდელების მიერ წარსადგენ დოკუმენტებს განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისის დადგენილება №365 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰³11⁹11³1023²10⁵30¹297760117114 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს დაზვერვის …თავდაცვის კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს სახელმწიფო…დანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსი