სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 5 (დანართი 1)

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 26 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბუთების სრულყოფილად წარდგენის შემდეგ საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატი შესაბამისი მიმართვით იგზავნება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო მთავარ სამმართველოში, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ სპეციალური-საექიმო კომისიის გავლას, აგრეთვე მის წარდგენას ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულ მუდმივმოქმედ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე. სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია უზრუნველყოფს გულმკერდის რენტგენოსკოპიისა და შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარებას და გამოკვლევების შედეგების სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის გადაგზავნას.

2.საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატის მიერ სპეციალური საექიმო კომისიის გავლის შემდეგ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო მთავარი სამმართველო საკადრო ქვედანაყოფს უგზავნის თითოეული წვევამდელის შესახებ სპეციალური საექიმო კომისიის დასკვნას.

3.საკადრო ქვედანაყოფის მიერ წარდგენილი საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, აბარებენ ფიზიკურ ნორმატივებს, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახურის სასწავლო-მოსამზადებელი ფუნქციის განმახორციელებელი ქვედანაყოფი (შემდგომში – სასწავლო ქვედანაყოფი). საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისის დადგენილება №365 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11⁹1223²1010⁵30¹2941467059765 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…სახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს დაზვერვის …არასამხედრო ალტერნატიუ…დანაშაულის პრევენციის,…