სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 19. ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების პროცედურები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ფიზიკური ან იურიდიული პირი ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ გაგზავნოს შეტყობინება ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − საშუალებით და, შესაძლებლობის შემთხვევაში, საკუთარი ძალებით განახორციელოს ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირება.

2.ერთიან სატელეფონო ნომერზე − „112“-ზე − შესული შეტყობინება მიეწოდება ეროვნული სისტემის შესაბამის მორეაგირე ორგანოს. ერთიან სატელეფონო ნომერზე − „112“-ზე − შესული შეტყობინების შესახებ ინფორმაციის ეროვნული სისტემის შესაბამისი მორეაგირე ორგანოსათვის მიწოდებისას და ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების განხორციელებისას სამინისტროსა და ეროვნული სისტემის შესაბამის მორეაგირე ორგანოს შორის კოორდინაციის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3.ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტის რეაგირების ძალები ახდენენ სათანადო რეაგირებას. ინციდენტზე რეაგირების პროცესში ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი აფასებს ინციდენტის ტიპსა და ხარისხს და, ინციდენტის საგანგებო სიტუაციად გარდაქმნის შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მართავს მას. თუ აშკარაა რისკი, რომ, საგანგებო სიტუაციის ხასიათიდან გამომდინარე, ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტის რეაგირების ძალები არ იქნება საკმარისი საგანგებო სიტუაციის სამართავად ან/და ამ საგანგებო სიტუაციის მართვა სცდება ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტის კომპეტენციას, ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიმართავს ადგილობრივი საგანგებო შტაბის შექმნის საჭიროების შესახებ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ფიზიკური ან იურიდიული პირი ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ გაგზავნოს შეტყობინება ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − საშუალებით და, შესაძლებლობის შემთხვევაში, საკუთარი ძალებით განახორციელოს ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირება. 2. ერთიან სატელეფონო ნომერზე − „112“-ზე − შესული შეტყობინება მიეწოდება ეროვნული სისტემის შესაბამის მორეაგირე ორგანოს. ერთიან სატელეფონო ნომერზე − „112“-ზე − შესული შეტყობინების შესახებ ინფორმაციის ეროვნული სისტემის შესაბამისი მორეაგირე ორგანოსათვის მიწოდებისას და ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების განხორციელებისას სამინისტროსა და ეროვნული სისტემის შესაბამის მორეაგირე ორგანოს შორის კოორდინაციის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 3. ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტის რეაგირების ძალები ახდენენ სათანადო რეაგირებას. ინციდენტზე რეაგირების პროცესში ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი აფასებს ინციდენტის ტიპსა და ხარისხს და, ინციდენტის საგანგებო სიტუაციად გარდაქმნის შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მართავს მას. თუ აშკარაა რისკი, რომ, საგანგებო სიტუაციის ხასიათიდან გამომდინარე, ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტის რეაგირების ძალები არ იქნება საკმარისი საგანგებო სიტუაციის სამართავად ან/და ამ საგანგებო სიტუაციის მართვა სცდება ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტის კომპეტენციას, ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიმართავს ადგილობრივი საგანგებო შტაბის შექმნის საჭიროების შესახებ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018

    პირველი პუნქტის ბოლო აბზაცში კოორდინაციის წესი ახლა განისაზღვრება „მინისტრის ბრძანებით“, ხოლო მორეაგირე ორგანოსთან შეთანხმების მითითება ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
174¹⁵8620691647²51829301019
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…სამრეწველო ემისიების შ…საქართველოს შინაგან სა…საქართველოს ტერიტორიაზ…ადამიანის სისხლისა და …პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა