Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო უსაფრთხოების შესახებმუხლი 40

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 40. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილებები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ჰუმანიტარული სამართალირისკების მართვაინციდენტზე რეაგირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით უფლებამოსილია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული სისტემის სუბიექტებთან კოორდინაციით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შესამუშავებლად ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს ამ უწყებებში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე შექმნას სამუშაო ჯგუფები მათი წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით; ბ) განახორციელოს საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვა და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგება, საგანგებო სიტუაციის მიზეზების დადგენის მიზნით ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს არსებული ინფორმაცია; გ) მატერიალური ან/და ელექტრონული სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა; დ) საგანგებო სიტუაციაზე მორეაგირე მოხალისეთა ეროვნული სისტემის შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ეროვნული სისტემის სუბიექტებთან ერთად ან დამოუკიდებლად დაგეგმოს და განახორციელოს კონკრეტული პროექტები; ე) განახორციელოს ზედამხედველობის ორგანოსთვის ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებები; ვ) მინისტრს წარუდგინოს წინადადებები სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მარაგების შექმნის, მართვის, შენახვისა და გამოყენების შესახებ; ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებების განხორციელება, საავარიო-სამაშველო სამუშაოებისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარება; თ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების ანალიზის მიზნით ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს უწყებაში არსებული ინფორმაცია; ი) შეამოწმოს კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) მზადყოფნის დონე შესაბამისი მარეგულირებელი სტანდარტებიდან გამომდინარე მისი საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნის მიზნით და შემოწმების ანგარიში წარუდგინოს ამ კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) მესაკუთრეს; კ) შეამოწმოს კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მზადყოფნის დონე შესაბამისი მარეგულირებელი სტანდარტებიდან გამომდინარე მისი საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნის მიზნით და შემოწმების ანგარიში წარუდგინოს ამ კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მესაკუთრეს; ლ) უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სრული სამობილიზაციო მზადყოფნა; მ) სამინისტროს სახელით დადოს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება; ნ) უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებთან გამართული უწყებრივი კავშირი; ო) უზრუნველყოს საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა; პ) ორგანიზება გაუწიოს შიდა კონტროლისა და დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს; ჟ) უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ადამიანებისთვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევა; რ) საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით უზრუნველყოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტებზე ზედამხედველობის განხორციელების შედეგების საჯაროობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა; ს) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით უზრუნველყოს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის სისტემის ორგანიზება; ტ) საგანგებო სიტუაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამების, საკომუნიკაციო გეგმებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; უ) საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან შეთანხმებით დამტკიცებული გეგმის შესაბამისად მოახდინოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემთა ბაზაში წინასწარ დარეგისტრირებული, შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების მობილიზება და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩართვა; ფ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.

რედაქციების შედარება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით უფლებამოსილია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნულისამოქალაქო სისტემისუსაფრთხოების სუბიექტებთანსფეროში კოორდინაციითსახელმწიფო სამოქალაქოპოლიტიკის უსაფრთხოებისშემუშავების სფეროშიმიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტების პროექტების შესამუშავებლად ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს ამ უწყებებშიუწყებაში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე შექმნას სამუშაო ჯგუფები მათი წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით; ბ) განახორციელოს საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვა და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგება, საგანგებო სიტუაციის მიზეზების დადგენის მიზნით ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს არსებული ინფორმაცია; გ) მატერიალური ან/და ელექტრონული სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა; დ) საგანგებო სიტუაციაზე მორეაგირე მოხალისეთა ეროვნული სისტემის შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ეროვნული სისტემის სუბიექტებთან ერთად ან დამოუკიდებლად დაგეგმოს და განახორციელოს კონკრეტული პროექტები; ე) განახორციელოს ზედამხედველობის ორგანოსთვის ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებები; ვ) მინისტრს წარუდგინოს წინადადებები სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მარაგების შექმნის, მართვის, შენახვისა და გამოყენების შესახებ; ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებების განხორციელება, საავარიო-სამაშველო სამუშაოებისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარება; თ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების ანალიზის მიზნით ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს უწყებაში არსებული ინფორმაცია; ი) შეამოწმოს კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) მზადყოფნის დონე შესაბამისი მარეგულირებელი სტანდარტებიდან გამომდინარე მისი საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნის მიზნით და შემოწმების ანგარიში წარუდგინოს ამ კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) მესაკუთრეს; კ) შეამოწმოს კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მზადყოფნის დონე შესაბამისი მარეგულირებელი სტანდარტებიდან გამომდინარე მისი საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნის მიზნით და შემოწმების ანგარიში წარუდგინოს ამ კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მესაკუთრეს; ლ) უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სრული სამობილიზაციო მზადყოფნა; მ) სამინისტროს სახელით დადოს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება; ნ) უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებთან გამართული უწყებრივი კავშირი; ო) უზრუნველყოს საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა; პ) ორგანიზება გაუწიოს შიდა კონტროლისა და დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს; ჟ) უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ადამიანებისთვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევა; რ) საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით უზრუნველყოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტებზე ზედამხედველობის განხორციელების შედეგების საჯაროობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა; ს) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით უზრუნველყოს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის სისტემის ორგანიზება; ტ) საგანგებო სიტუაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამების, საკომუნიკაციო გეგმებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; უ) საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან შეთანხმებით დამტკიცებული გეგმის შესაბამისად მოახდინოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემთა ბაზაში წინასწარ დარეგისტრირებული, შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების მობილიზება და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩართვა; ფ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 16 სექ. 2022
  2. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018
წინა მუხლი 39შემდეგი მუხლი 41

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიზისის მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინციდენტზე რეაგირებასერვისის გვერდი
  • საგანგებო სიტუაციების სამართლებრივი მხარდაჭერასერვისის გვერდი
  • ჰუმანიტარული ოპერაციების სამართლებრივი უზრუნველყოფასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №16

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2022-09-16
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 39

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 39საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციები
  • 36საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი
  • 43საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

  • 4საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს უფლებამოსილებები სახელმწიფო რეზერვის მიმართ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 32საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

პენიტენციური კოდექსი

  • 10სამსახურის უფლებამოსილებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 8სამსახურის უფლებამოსილებანი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

  • 4საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანები და ფუნქციები

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 8სპეციალური სამსახურების უფლებამოსილებები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 12სამსახურის უფლებამოსილება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 8სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები
  • 9სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოვალეობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
48898123936434321040
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სახელმწიფო…შეზღუდული შესაძლებლობი…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს შინაგან სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025