1.პროფესიული კავშირი საზოგადოებრივ კონტროლს უწევს პროფკავშირის წევრთა მიმართ შრომის კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებებით (კონტრაქტებით) გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას, აგრეთვე დამსაქმებელთა სხვა ვალდებულებების შესრულებას კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი წესით.
2.პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, დამსაქმებელს მოსთხოვოს ამ კანონის დარღვევის ფაქტების აღმოფხვრა.
3.პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, შრომის კანონმდებლობის დაცვის, აგრეთვე შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარანტიების შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის მიზნით შექმნას შრომის დაცვის სამსახური (შრომის ტექნიკური, სამართლებრივი დაცვის მუშაკებისა და რწმუნებული ექიმების შემადგენლობით), რომელიც იმოქმედებს ამ პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.
4.პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) და მისი ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შეუძლიათ შევიდნენ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, სხვა სამუშაო ადგილზე, სადაც პროფკავშირის წევრები მუშაობენ, შრომის კანონმდებლობის, პროფესიული კავშირების შესახებ, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონების, კოლექტიური ხელშეკრულებების, დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმებებისა და გენერალური შეთანხმებების შესაბამისად.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროფესიული კავშირი საზოგადოებრივ კონტროლს უწევს პროფკავშირის წევრთა მიმართ შრომის კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებებით (კონტრაქტებით) გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას, აგრეთვე დამსაქმებელთა სხვა ვალდებულებების შესრულებას კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი წესით.2. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, დამსაქმებელს მოსთხოვოს ამ კანონის დარღვევის ფაქტების აღმოფხვრა.3. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, შრომის კანონმდებლობის დაცვის, აგრეთვე შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარანტიების შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის მიზნით შექმნას შრომის დაცვის სამსახური (შრომის ტექნიკური, სამართლებრივი დაცვის მუშაკებისა და რწმუნებული ექიმების შემადგენლობით), რომელიც იმოქმედებს ამ პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.4. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) და მისი ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შეუძლიათ შევიდნენ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, სხვა სამუშაო ადგილზე, სადაც პროფკავშირის წევრები მუშაობენ, შრომის კანონმდებლობის, პროფესიული კავშირების შესახებ, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონების, კოლექტიური ხელშეკრულებების, დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმებებისა და გენერალური შეთანხმებების შესაბამისად.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 28 ივლ. 2020ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული კავშირების …საქართველოს კონსტიტუცი…შრომის უსაფრთხოების შე…საჯარო სამსახურის შესა…ეროვნული მარეგულირებელ…არქიტექტურული საქმიანო…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა