ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 132. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპეტენციები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის სამინისტროს კომპეტენცია ამ თავითა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.

2.სამინისტრო: ა) შეიმუშავებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში საგანგებო მდგომარეობისას მოქმედების სტრატეგიას; ბ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის დამუშავება-დახვეწას; გ) აზუსტებს საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალს; დ) ამტკიცებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების წესებს, რომლებიც არეგულირებს ენერგეტიკული საწარმოების, ბაზრის მონაწილეების, სისტემით მოსარგებლეებისა და მომხმარებლების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების მინიმალური დონისა და სტანდარტის მიღწევის პროცესში.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმები უმეტესად უნდა ეფუძნებოდეს საბაზრო მექანიზმებს და ითვალისწინებდეს აღნიშნული მექანიზმების ეკონომიკურ გავლენას, ეფექტიანობას და ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებაზე, გარემოსა და მომხმარებელზე ზემოქმედებას. ნორმებმა არ უნდა დააკისროს ენერგეტიკულ საწარმოებს გაუმართლებელი ტვირთი და არ უნდა იქონიოს უარყოფითი გავლენა ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებაზე.

4.კომისია და სხვა სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობენ მიწოდების უსაფრთხოებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის სამინისტროს კომპეტენცია ამ თავითა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. 2. სამინისტრო: ა) შეიმუშავებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში საგანგებო მდგომარეობისას მოქმედების სტრატეგიას; ბ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის დამუშავება-დახვეწას; გ) აზუსტებს საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალს; დ) ამტკიცებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების წესებს, რომლებიც არეგულირებს ენერგეტიკული საწარმოების, ბაზრის მონაწილეების, სისტემით მოსარგებლეებისა და მომხმარებლების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების მინიმალური დონისა და სტანდარტის მიღწევის პროცესში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმები უმეტესად უნდა ეფუძნებოდეს საბაზრო მექანიზმებს და ითვალისწინებდეს აღნიშნული მექანიზმების ეკონომიკურ გავლენას, ეფექტიანობას და ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებაზე, გარემოსა და მომხმარებელზე ზემოქმედებას. ნორმებმა არ უნდა დააკისროს ენერგეტიკულ საწარმოებს გაუმართლებელი ტვირთი და არ უნდა იქონიოს უარყოფითი გავლენა ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებაზე. 4. კომისია და სხვა სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობენ მიწოდების უსაფრთხოებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1326127111¹¹…9161341391011432212132
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…განახლებადი წყაროებიდა…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ეროვნული უსაფრთხოების …გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა