Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 25

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 25. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:კრიპტო ლიცენზირებატრანსპორტისაავიაციო ლიცენზირებაწყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საქართველოში დაფუძნებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, უფლება აქვს, საბაჟო ორგანოს მიმართოს განცხადებით ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ საბაჟო ორგანო განმცხადებელს ანიჭებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს.

2.ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მოიცავს ორი სახის ავტორიზაციას: ა) ავტორიზაცია საბაჟო გამარტივებისთვის, რომელიც, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, მის მფლობელს აძლევს გარკვეული გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით სარგებლობის საშუალებას; ბ) ავტორიზაცია დაცვისა და უსაფრთხოებისთვის, რომელიც მის მფლობელს აძლევს დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული შეღავათებით სარგებლობის უფლებას.

3.პირს უფლება აქვს, ერთდროულად ფლობდეს ორივე სახის ავტორიზაციას.

4.თუ საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი აღიარებულია და შესრულებულია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი, კონკრეტული ტიპის საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, საბაჟო ორგანომ პირს უნდა მისცეს ამ გამარტივებით სარგებლობის უფლება. საბაჟო ორგანომ არ უნდა გადაამოწმოს ის კრიტერიუმები, რომლებიც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების დროს შემოწმდა.

5.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ავტორიზაციის სახის შესაბამისად სარგებლობს გამარტივებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებებით, მათ შორის, ნაკლები ფიზიკური და დოკუმენტური კონტროლით.

6.საბაჟო ორგანო ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსთან დაკავშირებულ პრივილეგიებს ანიჭებს უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ პირს, თუ იგი ასრულებს აღნიშნული ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებსა და პირობებს, რომლებიც საქართველოს მიერ აღიარებულია, როგორც საქართველოში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორისთვის დადგენილი ვალდებულებებისა და პირობების ეკვივალენტური. აღნიშნული პრივილეგიების მინიჭება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნაცვალგების პრინციპს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7.ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორისთვის გამარტივებული საბაჟო ფორმალობები, დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეღავათები და გამარტივებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიპტო ბიზნესის რეგისტრაცია და ავტორიზაცია2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლოჯისტიკის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • წარმოშობის სერტიფიცირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 26

მიუთითებენ მასზე

მუხლი 111მუხლი 26მუხლი 117

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 26ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები
  • 95ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მიერ იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშება
  • 111ავტორიზაცია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 46დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი
  • 43გადამცემი სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია
  • 161ავტორიზაცია

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 50ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმები
  • 19ეკონომიკურ ოპერატორთან ურთიერთობის ზოგადი პირობები
  • 63სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობებზე დაყრდნობა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 33ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 34მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13⁵34261111179546431613350196325
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ენერგეტიკისა და წყალმო…პროდუქტის უსაფრთხოების…საჯარო შესყიდვების შეს…საინვესტიციო ფონდების …საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025