Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 41

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 41. საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:სატრანსპორტო საშუალებების შეფასებასხვა მოძრავი ქონების შეფასებაბიზნესის შეფასების მეთოდოლოგიებისატყეო საქმე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ მუხლის მიზნისთვის: ა) იდენტური საქონელი არის საქონელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) მსგავსი საქონელი არის საქონელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს; გ) იმავე კლასის ან ტიპის საქონელი არის საქონელი, რომელიც ძირითადი ფიზიკური მახასიათებლებით შესაფასებელი საქონლის ერთგვაროვანია, ამასთანავე, მისი მახასიათებლები მაქსიმალურად მიახლოებულია შესაფასებელი საქონლის მახასიათებლებთან და იგი საქონლის სახეობის ვიწრო ჯგუფს, რიგსა და ნომენკლატურას მიეკუთვნება. იმავე კლასის ან ტიპის საქონლად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქონელი, რომელიც საქართველოში შემოიტანება შესაფასებელი საქონლის ექსპორტის ქვეყნიდან ან სხვა ქვეყნიდან.

2.თუ შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი საქართველოში იყიდება იმავე სასაქონლო სახით, რა სახითაც იგი შემოტანილია საქართველოში (უცვლელ მდგომარეობაში), შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასით, რომლითაც იდენტური ან მსგავსი საქონელი იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც შესაფასებელი საქონელი იქნა შემოტანილი, მაქსიმალური ოდენობით გაიყიდა არაურთიერთდამოკიდებულ პირზე, პირველივე კომერციულ დონეზე, შემდეგი გამოქვითვების გათვალისწინებით: ა) საკომისიო, რომელიც, ჩვეულებრივ, გადაიხდევინება ან წინასწარ შეთანხმდება გადასახდელად, ან ფასნამატი, რომელიც, ჩვეულებრივ, ხორციელდება მოგების მიღებისა და იმ ხარჯის ანაზღაურების მიზნით, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში იმავე კლასის ან ტიპის საქონლის გაყიდვასთან; ბ) საქართველოში გაწეული ჩვეულებრივი სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები და მათთან დაკავშირებული ხარჯები; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და სხვა გადასახდელები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის იმპორტთან ან გაყიდვასთან.

3.თუ შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი საქართველოში არ იყიდება იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც შესაფასებელი საქონელი იქნა შემოტანილი საქართველოში, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება, ამ მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასით, რომლითაც შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი იყიდება შესაფასებელი საქონლის შემოტანის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, მაგრამ არაუგვიანეს 90 დღისა, იმავე სასაქონლო სახით, რა სახითაც იგი შემოტანილია საქართველოში (უცვლელ მდგომარეობაში).

4.თუ შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი საქართველოში არ იყიდება იმავე სასაქონლო სახით, რა სახითაც იგი შემოტანილია საქართველოში (უცვლელ მდგომარეობაში), დეკლარანტის მოთხოვნით შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასით, რომლითაც შესაფასებელი საქონელი საქართველოში გადამუშავების შემდეგ მაქსიმალური ოდენობით გაიყიდა არაურთიერთდამოკიდებულ პირზე. ამასთანავე, შესაფასებელი საქონლის ფასს გამოაკლდება მისი გადამუშავების დროს შექმნილი დამატებული ღირებულება და განხორციელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამოქვითვები.

წინა მუხლი 40შემდეგი მუხლი 42

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მსუბუქი ავტომობილის საბაზრო ღირებულების შეფასებასერვისის გვერდი
  • საბაჟო კლასიფიკაციასერვისის გვერდი
  • საოფისე ავეჯის და ინვენტარის შეფასებასერვისის გვერდი
  • საჰაერო ხომალდების შეფასებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 39მუხლი 40

მიუთითებენ მასზე

მუხლი 38

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 39იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდი
  • 40მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდი
  • 37საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგადი დებულებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 18საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები
  • 164¹დასაბეგრი თანხა საბაჟო პროცედურების დროს
  • 145სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესი

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 11საექსპორტო ფასი
  • 7დემპინგის დადგენა
  • 12ფასების სამართლიანი შედარება

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 11¹საქონლის მითითება და კლასიფიკაცია

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

  • 7საფასურის გადახდის წესი და პირობები

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 6საქონლის სპეციფიკაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹718164¹1453940383711712641
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…სასაქონლო ნიშნების შეს…საჯარო რეესტრის ეროვნუ…საქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025