Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 193

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 193. ადამიანური წარმოშობის სამკურნალო ნივთიერების, სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი რეაგენტისა და ქსოვილის ტიპირების რეაგენტის შემოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი საქონლის შემოტანა: ა) ადამიანური წარმოშობის სამკურნალო ნივთიერება; ბ) სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი რეაგენტი; გ) ქსოვილის ტიპირების რეაგენტი.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის: ა) „ადამიანური წარმოშობის სამკურნალო ნივთიერება“ არის ადამიანის სისხლი და მისი დერივატები (მთლიანი სისხლი, მშრალი პლაზმა, ალბუმინი, პლაზმის ცილების სტაბილიზებული ხსნარი, იმუნოგლობულინი, ფიბრინოგენი); ბ) „სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი რეაგენტი“ არის ადამიანური, ცხოველური, მცენარეული ან სხვა წარმოშობის რეაგენტი, რომელიც ადამიანის სისხლის ჯგუფისა და სისხლის შეუთავსებლობის დასადგენად გამოიყენება; გ) „ქსოვილის ტიპირების რეაგენტი“ არის ადამიანური, ცხოველური, მცენარეული ან სხვა წარმოშობის რეაგენტი, რომელიც ადამიანის ქსოვილის ტიპირებისთვის გამოიყენება.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ საქონელზე: ა) რომელიც განკუთვნილია შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული ინსტიტუტის ან ლაბორატორიის მიერ არასამეწარმეო სამედიცინო ან სამეცნიერო დანიშნულებით გამოსაყენებლად; ბ) რომელსაც თან ახლავს გამომგზავნი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი; გ) რომელიც სპეციალური მაიდენტიფიცირებელი ეტიკეტით მარკირებულ კონტეინერშია მოთავსებული.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება აგრეთვე ადამიანური წარმოშობის სამკურნალო ნივთიერების, სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი რეაგენტის, ქსოვილის ტიპირების რეაგენტის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელ შესაფუთ მასალაზე და მისი გამოყენებისთვის საჭირო ნებისმიერ გამხსნელსა და აქსესუარზე, რომლებიც შეიძლება სასაქონლო პარტიის ნაწილი იყოს.

წინა მუხლი 192შემდეგი მუხლი 194

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 192ლაბორატორიული კვლევისთვის განკუთვნილი ცხოველის შემოყვანა, ბიოლოგიური ან ქიმიური ნივთიერების შემოტანა
  • 197სახელმწიფო ორგანოს, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ საქონლის შემოტანა
  • 194სამედიცინო კვლევისთვის, სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის ან სამედიცინო მკურნალობისთვის განკუთვნილი ხელსაწყოს ან აპარატურის შემოტანა

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 4კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
  • 32სისხლისა და მისი კომპონენტების ექსპორტი და იმპორტი
  • 2კანონის რეგულირების სფერო

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 173საქონლის იმპორტის დღგ-ისგან გათავისუფლება
  • 199გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 82გადასახადისაგან გათავისუფლება

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 11¹³ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით შემოტანის გამონაკლისი შემთხვევები

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 19ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 1კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹³173199821919219719443221193
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ადამიანის სისხლისა და …საქართველოს საგადასახა…წამლისა და ფარმაცევტულ…ნარკოტიკული საშუალებებ…ადამიანის ქსოვილებისა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025