Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 39

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 39. იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ბრენდის და გუდვილის შეფასებასატრანსპორტო საშუალებების შეფასებაინტელექტუალური საკუთრების შეფასებატრანსფერული ფასწარმოქმნასატყეო საქმეაქტივების რეესტრის მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.თუ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების გარიგების ფასის მეთოდით განსაზღვრა შეუძლებელია, საქონლის საბაჟო ღირებულებად მიიჩნევა იმ შემოტანილი იდენტური საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც საქართველოში საექსპორტოდ გაიყიდა და ექსპორტირებულ იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც შესაფასებელი საქონლის ექსპორტი განხორციელდა.

2.ამ მუხლის მიზნისთვის იდენტური საქონლის იმავე ან თითქმის იმავე დროს ექსპორტირება ნიშნავს, რომ იდენტური საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის განსხვავება 30 დღეს არ აღემატება (შესაფასებელი საქონლის ექსპორტი განხორციელდა იდენტური საქონლის ექსპორტამდე 30 დღით ადრე ან მისი ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ).

3.საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნისთვის საქონელი იდენტურ საქონლად მიიჩნევა, თუ ეს საქონელი და შესაფასებელი საქონელი, ფიზიკური მახასიათებლების, ხარისხის, რეპუტაციისა და წარმოშობის ქვეყნის მიხედვით, ერთნაირია. საქონელი იდენტურ საქონლად მიიჩნევა იმის მიუხედავად, რომ ამ საქონელსა და შესაფასებელ საქონელს შორის უმნიშვნელო გარეგნული განსხვავებებია, თუ სხვა მაჩვენებლებით იგი შეესაბამება ზემოაღნიშნულ განსაზღვრებას.

4.იდენტურ საქონლად არ მიიჩნევა ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები საქართველოშია დამზადებული.

5.ამ მუხლის გამოყენებისას სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი გაითვალისწინება, თუ არ მოიპოვება მონაცემები იმავე პირის (მწარმოებლის) მიერ წარმოებული იდენტური საქონლის გარიგების ფასის შესახებ.

6.ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია: ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ შემოტანილი იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში საექსპორტოდ გაიყიდა იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, რომლებზედაც გაიყიდა შესაფასებელი საქონელი (იგულისხმება სასაქონლო პარტიის მოცულობა და ფასი); ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არარსებობისას – საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული, შემოტანილი იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით, თუ აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც ადასტურებს კორექტირების მიზანშეწონილობასა და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, ზრდის თუ ამცირებს კორექტირება საქონლის საბაჟო ღირებულებას.

7.ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია შესაფასებელი საქონლისა და შემოტანილი იდენტური საქონლის გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებების და გადაზიდვის მანძილების განსხვავებით, ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირება.

8.ამ მუხლის მიზნისთვის შემოტანილი იდენტური საქონლის საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად, განისაზღვრება მხოლოდ გარიგების ფასის მეთოდით.

9.თუ გამოვლინდა შემოტანილი იდენტური საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის გამოიყენება უმცირესი ფასი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების გარიგების ფასის მეთოდით განსაზღვრა შეუძლებელია, საქონლის საბაჟო ღირებულებად მიიჩნევა იმ შემოტანილი იდენტური საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც საქართველოში საექსპორტოდ გაიყიდა და ექსპორტირებულ იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც შესაფასებელი საქონლის ექსპორტი განხორციელდა. 2. ამ მუხლის მიზნისთვის იდენტური საქონლის იმავე ან თითქმის იმავე დროს ექსპორტირება ნიშნავს, რომ იდენტური საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის განსხვავება 30 დღეს არ აღემატება (შესაფასებელი საქონლის ექსპორტი განხორციელდა იდენტური საქონლის ექსპორტამდე 30 დღით ადრე ან მისი ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ). 3. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნისთვის საქონელი იდენტურ საქონლად მიიჩნევა, თუ ეს საქონელი და შესაფასებელი საქონელი, ფიზიკური მახასიათებლების, ხარისხის, რეპუტაციისა და წარმოშობის ქვეყნის მიხედვით, ერთნაირია. საქონელი იდენტურ საქონლად მიიჩნევა იმის მიუხედავად, რომ ამ საქონელსა და შესაფასებელ საქონელს შორის უმნიშვნელო გარეგნული განსხვავებებია, თუ სხვა მაჩვენებლებით იგი შეესაბამება ზემოაღნიშნულ განსაზღვრებას. 4. იდენტურ საქონლად არ მიიჩნევა ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები საქართველოშია დამზადებული. 5. ამ მუხლის გამოყენებისას სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი გაითვალისწინება, თუ არ მოიპოვება მონაცემები იმავე პირის (მწარმოებლის) მიერ წარმოებული იდენტური საქონლის გარიგების ფასის შესახებ. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია: ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ შემოტანილი იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში საექსპორტოდ გაიყიდა იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, რომლებზედაც გაიყიდა შესაფასებელი საქონელი (იგულისხმება სასაქონლო პარტიის მოცულობა და ფასი); ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არარსებობისას – საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული, შემოტანილი იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით, თუ აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც ადასტურებს კორექტირების მიზანშეწონილობასა და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, ზრდის თუ ამცირებს კორექტირება საქონლის საბაჟო ღირებულებას. 7. ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია შესაფასებელი საქონლისა და შემოტანილი იდენტური საქონლის გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებების და გადაზიდვის მანძილების განსხვავებით, ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირება. 8. ამ მუხლის მიზნისთვის შემოტანილი იდენტური საქონლის საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად, განისაზღვრება მხოლოდ გარიგების ფასის მეთოდით. 9. თუ გამოვლინდა შემოტანილი იდენტური საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის გამოიყენება უმცირესი ფასი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 38შემდეგი მუხლი 40

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გუდვილის ღირებულების განსაზღვრა M&A ტრანზაქციებისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბალანსო და საბაზრო ღირებულების შეჯერება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სავაჭრო ნიშნის (ტრეიდმარკის) ღირებულების განსაზღვრა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მსუბუქი ავტომობილის საბაზრო ღირებულების შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 44

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11მუხლი 41

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 40მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდი
  • 41საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი
  • 38გარიგების ფასის მეთოდი

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 11საექსპორტო ფასი
  • 12ფასების სამართლიანი შედარება
  • 13შედარების მეთოდები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 164¹დასაბეგრი თანხა საბაჟო პროცედურების დროს
  • 18საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები
  • 189აქციზის ჩათვლა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 29 (დანართი 1)შემთხვევები, როდესაც პირების ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს მათ შორის გარიგების შედეგებზე

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 47შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10164¹1818929 (დ…41441140381112134739
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…თავისუფალი ინდუსტრიული…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026