ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

მუხლი 11. საექსპორტო ფასი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

ლაშა სოზაშვილიგიორგი საბანაშვილი

1.საექსპორტო ფასი არის ფასი, რომელიც გადახდილია ან ექვემდებარება გადახდას შესწავლის ობიექტის ექსპორტიორი ქვეყნიდან გაყიდვის დროს.

2.შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასის შესახებ ინფორმაციის არარსებობისას ან ექსპორტიორსა და იმპორტიორს ან მესამე მხარეს შორის კავშირის ან კომპენსაციის თაობაზე შეთანხმების არსებობის გამო საექსპორტო ფასის საიმედოობასთან დაკავშირებით შესწავლის ორგანოს გონივრული ეჭვის არსებობისას შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასი შეიძლება გაანგარიშდეს: ა) იმ ფასის საფუძველზე, რომლითაც იმპორტირებული პროდუქტი პირველად გაიყიდა დამოუკიდებელ მყიდველზე; ბ) სხვა გონივრული მეთოდით, რომელსაც განსაზღვრავს შესწავლის ორგანო, თუ იმპორტირებული პროდუქტი არ გაიყიდა დამოუკიდებელ მყიდველზე ან ისეთი ფორმით, რომლითაც ის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იქნა იმპორტირებული.

3.თუ შესწავლის ორგანო პროდუქტის ნორმალურ ღირებულებას წარმოშობის ქვეყნის მიხედვით განსაზღვრავს, შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასი იმ ფასის საფუძველზე გაანგარიშდება, რომლითაც შესწავლის ობიექტი ექსპორტის განხორციელების მიზნით გაიყიდა წარმოშობის ქვეყნის ბაზარზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლაშა სოზაშვილი

ლაშა სოზაშვილი

ფინანსური ასისტენტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
324164¹1819810 (დ…40373812876311
მნიშვნელობით ახლოსვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…მიმდინარე კონტროლის პრ…რადიაციული დაცვის, ბირ…“რკინიგზით ტვირთის გად…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა