Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბავშვის უფლებათა კოდექსიმუხლი 29

ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 29. ალტერნატიული ზრუნვის არსი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ბავშვთან დაკავშირებული საკითხებიქონების დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234578910

1.სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს დროებით ან სამუდამოდ მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი ბავშვის, აგრეთვე იმ ბავშვის განსაკუთრებული დაცვა და მხარდაჭერა, რომლის ოჯახში დარჩენა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

2.თუ ალტერნატიული ზრუნვის მიზნით ბავშვის განთავსება აუცილებელია და ალტერნატიული ზრუნვის ფორმა სრულად შეესაბამება ბავშვის უფლებათა დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს, უფლებამოსილი ორგანო იღებს ალტერნატიული ზრუნვის მიზნით ბავშვის განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული მულტიდისციპლინური ჯგუფის შეფასებისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ბავშვის მონაწილეობით და ბავშვის ინტერესებისთვის მორგებული პროცედურების დაცვით.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მულტიდისციპლინური ჯგუფი ამტკიცებს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას, რომლის მიზანია ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, მისი ჰარმონიული განვითარება, სოციალური ინკლუზია და მისი ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების ეფექტიანი რეალიზება.

4.უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო განიხილავს და მონიტორინგს უწევს ალტერნატიული ზრუნვის მიზნით ბავშვის განთავსების საქმეს.

5.ალტერნატიული ზრუნვის მიზნით ბავშვის განთავსება უკიდურესი ზომაა. მისი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ბავშვის ოჯახში დაბრუნების ხელშეწყობა, ხოლო დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში − ბავშვზე უწყვეტი ზრუნვის უზრუნველყოფა, კერძოდ, მისი შვილად აყვანა. თუ ბავშვის შვილად აყვანა არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი მინდობით აღზრდის მიზნით განთავსება. ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესებსა და პირობებს ადგენს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი. # # 6. ბავშვის მინდობით აღზრდის მიზნით განთავსების ან შვილად აყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში უკიდურესი აუცილებლობის სახით გამოიყენება მცირე ოჯახური ტიპის რეზიდენტული ზრუნვა იმ პირობით, რომ რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს, ხოლო რეზიდენტული ზრუნვა აუცილებელია და ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას და მისი საუკეთესო ინტერესების რეალიზებას. რეზიდენტული ზრუნვის წესსა და პირობებს ადგენს ეს კოდექსი და „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონი.

7.ალტერნატიული ზრუნვის ნებისმიერი ფორმის მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის სტანდარტებს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კონვენციით, მისი დამატებითი ოქმებითა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ სტანდარტებს და ამ კოდექსის მოთხოვნებს.

8.ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებული ყველა ბავშვი, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, სრულად უნდა იყოს ინტეგრირებული განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ერთიან სახელმწიფო სისტემებში. მას ისევე უნდა მიუწვდებოდეს ხელი მართლმსაჯულებაზე, როგორც სხვა ბავშვებს.

9.სახელმწიფო ზრუნავს ალტერნატიული ზრუნვიდან გასულ პირზე, რომელსაც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში მხარდაჭერა ესაჭიროება.

10.ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს სპეციალურ პროგრამებს.

წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 30

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბავშვის რჩენის მოთხოვნები10 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გრძელვადიანი მოვლის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 30ალტერნატიული ზრუნვის საფუძვლები
  • 31ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების სავალდებულოობა
  • 33ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

  • 3—
  • 9—
  • 23—

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 7შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 42ბავშვის საქართველოში მუდმივად მცხოვრებ შვილად აყვანის მსურველ პირთან დარჩენის შეუძლებლობისას განსახორციელებელი ღონისძიებები
  • 4ბავშვის საუკეთესო ინტერესები და ბავშვზე მზრუნველობის უპირატესი ფორმები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 351¹⁷არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება და მისი აღსრულების შეწყვეტა

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 22კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების საფუძველი და წესი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 46არასრულწლოვნის მინდობით აღსაზრდელად განთავსება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
351¹⁷39234642430313372229
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…კონვენცია ბავშვის უფლე…შეზღუდული შესაძლებლობი…შვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…კანონთან კონფლიქტში მყ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025