Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბავშვის უფლებათა კოდექსიმუხლი 30

ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 30. ალტერნატიული ზრუნვის საფუძვლები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:შესაბამისობაქონების დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო ადგენს მინდობით აღმზრდელთა რეგისტრაციისა და რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულების სალიცენზიო პირობებს და ბავშვზე ზრუნვის ერთიან სტანდარტებს.

2.სახელმწიფოს მიერ დადგენილი ალტერნატიული ზრუნვის ერთიანი სტანდარტები უნდა შეესაბამებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დადგენილ ალტერნატიული ზრუნვის სტანდარტებს და უნდა ითვალისწინებდეს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, შემდეგ ძირითად საკითხებს: ა) ალტერნატიული ზრუნვის მიმწოდებელი ფიზიკური და იურიდიული პირების სათანადო პროფესიულ კვალიფიკაციას, მათი შერჩევის კრიტერიუმებს, მათ პროფესიულ მომზადებას და მათზე ზედამხედველობას; ბ) ალტერნატიული ზრუნვის მიმწოდებელი ფიზიკური და იურიდიული პირების როლისა და ფუნქციების მკაფიოდ განსაზღვრას და ამის შესახებ ინფორმაციის ბავშვისა და მისი ოჯახისთვის მიწოდებას; გ) ოჯახის წევრებთან, ნათესავებსა და მეგობრებთან ურთიერთობების შენარჩუნებაში ბავშვის მხარდაჭერას მისი დაცვისა და საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, თუ მათი შენარჩუნება არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს; დ) ბავშვის კვების სტანდარტების შესაბამისად მისი კვების მაღალი ხარისხის უზუნველყოფას; ე) განათლების, მათ შორის, ფორმალური ან/და არაფორმალური განათლებისა და პროფესიული განათლების, ხელმისაწვდომობას; ვ) ბავშვის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, კვების, ჰარმონიული განვითარებისა და სპეციალური საჭიროებების უზრუნველყოფას; ზ) ბავშვის პირადი ცხოვრებისა და პირადი სივრცის პატივისცემას; თ) ბავშვის ძალადობისგან დაცვას, მათ შორის, ისეთი დისციპლინური მეთოდების აკრძალვას, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვისთვის ოჯახსა და გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვას, მის წამებას, იძულებას, ფიზიკურ დასჯას ან მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელის გამოყენებას; ი) ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას, სტიგმისგან დაცვას ალტერნატიული ზრუნვის განხორციელებისას და ალტერნატიული ზრუნვიდან გასვლის შემდეგ; კ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბავშვთან შეთანხმებით დანიშნულ სანდო პირთან ბავშვის დაუბრკოლებელ ურთიერთობას. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა შემთხვევაში და რომელი სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტების გამო შეიძლება დაირღვეს მის მიერ სანდო პირისთვის გამჟღავნებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა; ლ) ბავშვისთვის იმ ეფექტიანი მექანიზმის ხელმისაწვდომობას, რომლითაც იგი შეძლებს ალტერნატიული ზრუნვის პირობების ან მისდამი მოპყრობის შესახებ შეტყობინებას ან საჩივრის წარდგენას. ეს მექანიზმი ალტერნატიული ზრუნვის მიმწოდებლისა და ზედამხედველი სახელმწიფო უწყებისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, რათა მიუკერძოებლად შეძლოს ეფექტიანი რეაგირება და ბავშვის ინტერესების დაცვა.

3.აკრძალულია ალტერნატიული ზრუნვის განხორციელებისას ბავშვის მიმართ ისეთი დისციპლინური ზომებისა და ქცევის მართვის მეთოდების გამოყენება, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ დასჯას, მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, მათ შორის, ჩაკეტილ სივრცეში მოთავსებას, მშობელთან, ოჯახის სხვა წევრებთან ან გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვას ან სხვა სახის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 31

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გრძელვადიანი მოვლის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების იურიდიული მომსახურება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ხათუნა მანჯგალაძე

ხათუნა მანჯგალაძე

ბიზნეს იურისტი ექსტრემალური და უცხოელი ინვესტორებისთვის,

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №12

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 31ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების სავალდებულოობა
  • 29ალტერნატიული ზრუნვის არსი
  • 34ალტერნატიული ზრუნვის პერიოდული კონტროლი

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 72მინდობით აღმზრდელის რეგისტრაცია
  • 73დასკვნის მომზადება და მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
  • 74ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

  • 3
  • 27
  • 21

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 7შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 7საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები/ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში
  • 17დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მიმართებით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32721717727374312934730
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…შვილად აყვანისა და მინ…კონვენცია ბავშვის უფლე…შეზღუდული შესაძლებლობი…ადრეული და სკოლამდელი …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026