ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 31. ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების სავალდებულოობა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბავშვს არ შეიძლება მიეწოდოს ალტერნატიული ზრუნვის ისეთი მომსახურება, რომელიც არ შეესაბამება ბავშვზე ზრუნვის ერთიან სახელმწიფო სტანდარტებს და ლიცენზირებული არ არის კანონის შესაბამისად, გარდა მინდობით აღზრდისა და შვილად აყვანისა.

2.ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტები ადგენს ბავშვზე ზრუნვის იმ სერვისების ადმინისტრირების, მიწოდების, ხარისხის განსაზღვრისა და მონიტორინგის კრიტერიუმებსა და მექანიზმებს, რომლებიც ბავშვზე ოჯახური ზრუნვის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტები ეფუძნება ბავშვის უფლებების რეალიზების პრინციპს, ემსახურება რეზიდენტული ზრუნვის საჭიროების შემცირებას, ადგენს შემთხვევის მართვის ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომებს და ითვალისწინებს მაღალი ხარისხის ზრუნვის მომსახურების მიწოდებას.

3.ალტერნატიული ზრუნვის მიმწოდებელი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პროფესიულ სტანდარტებს, მათ შორის, პროფესიული ეთიკის სტანდარტებს, და საქმიანობას მულტიდისციპლინური მიდგომით უნდა ახორციელებდნენ.

4.ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების შესრულება სავალდებულოა ნებისმიერი ფორმის ალტერნატიული ზრუნვის მიმწოდებელი საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბავშვზე ზრუნვის მოკლე- ან გრძელვადიან პროგრამებს, მათ შორის: ა) სადღეღამისო რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებებისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ბავშვთა ცენტრებისთვის; ბ) რესურსსკოლებისა და სკოლა-პანსიონებისთვის − ზრუნვის მომსახურების ნაწილში.

5.სახელმწიფო უზრუნველყოფს მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისთვის სტანდარტების დადგენას „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6.ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების შესრულება სავალდებულოა აგრეთვე ოჯახის მხარდაჭერის, სამედიცინო, ფსიქოსოციალური დახმარების, საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სხვა კულტურული და რეკრეაციული პროგრამების განხორციელებისას, როდესაც ბავშვზე ზრუნვა ხორციელდება დროებით − დღის განსაზღვრულ მონაკვეთში, დღის განმავლობაში ან 24 საათის განმავლობაში შემდეგ დაწესებულებებში: ა) დღის ცენტრებში; ბ) არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და ექსპლუატაციის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლი ბავშვების თავშესაფრებში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში − ბავშვთა განყოფილებების ან ბავშვთა ინდივიდუალური მომსახურების ნაწილში; გ) ბავშვთა ბანაკებში − ზრუნვის მომსახურების ნაწილში; დ) სხვა დაწესებულებებში, მათ შორის, მშობლის დასაქმების ადგილზე არსებული ბავშვის მოვლის დამხმარე სერვისის ნაწილში, რომელიც ბავშვზე ზრუნვის მომსახურების მიწოდებას ითვალისწინებს.

7.ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტები არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ბავშვი რეკრეაციული მიზნით, ნებაყოფლობით ატარებს გარკვეულ დროს ნათესავებთან ან მეგობრებთან და ეს არ უკავშირდება მშობლის მიერ ბავშვზე სათანადო ზრუნვის განხორციელების შესაძლებლობის ან სურვილის არქონას, აგრეთვე შვილად აყვანის შემთხვევაზე − სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან, რადგან ბავშვი უკვე აღარ მიიჩნევა მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილ ბავშვად.

8.ბავშვის მომვლელის (ძიძის) სტატუსი, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ მოუაროს ერთ ბავშვს ან რამდენიმე ბავშვს (არაუმეტეს 5 ბავშვისა) მისი/მათი კანონიერი წარმომადგენლის სახლში ან სახლის გარეთ, ექვემდებარება ნებაყოფლობით სერტიფიცირებას. სერტიფიცირებულ ბავშვის მომვლელს (ძიძას) უფლება აქვს, ბავშვის/ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისგან შესაბამისი მხარდაჭერა მიიღოს.

9.თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ ბავშვზე ზრუნვა და მისი მხარდაჭერა ხორციელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და სხვა შესაბამისი კანონების, აგრეთვე ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32761777143034291 (და…731
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…შეზღუდული შესაძლებლობი…კონვენცია ბავშვის უფლე…ადრეული და სკოლამდელი …ახალი კორონავირუსით (S…შვილად აყვანისა და მინ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა