Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფაქტორინგის შესახებმუხლი 21

ფაქტორინგის შესახებ

მუხლი 21. ფაქტორინგული პლატფორმა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 6 აპრ. 2026
თემები:DAO-ს ოპერაციები და საზოგადოებრივი მართვაგადახდის მომსახურებაკომერციული ხელშეკრულებებისხვა არამატერიალური აქტივების შეფასებასტარტაპის იურიდიული მომსახურებამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ფაქტორინგული პლატფორმა არის ელექტრონული პლატფორმა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ფაქტორინგული გარიგებების საბირჟო მომსახურებით უზრუნველყოფა, მათ შორის, ფაქტორინგული გარიგებების ავტომატიზება, ფაქტორინგისა და მისგან გამომდინარე, მხარეთა შორის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული სხვა ქმედებების ელექტრონულად განხორციელება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის ფაქტორინგული გარიგებების საბირჟო მომსახურებით უზრუნველყოფა გულისხმობს მოთხოვნის დამთმობი მხარის, ხოლო რევერსიული ფაქტორინგის შემთხვევაში − მოვალის მიერ დებიტორული დავალიანების ფაქტორინგის პლატფორმაზე განთავსებას ფაქტორინგულ პლატფორმაში მონაწილე ფაქტორებისგან დაფინანსების მისაღებად და არ გულისხმობს ფაქტორის მიერ მოთხოვნის დამთმობი მხარისთვის, ხოლო რევერსიული ფაქტორინგის შემთხვევაში − მოვალისთვის მომსახურების იმ ელექტრონული არხით გაწევას, რომლის ოპერირებასაც ეს ფაქტორი ინდივიდუალურად ახორციელებს.

3.ფაქტორინგულ პლატფორმას უნდა ჰქონდეს ისეთი წესები და პროცედურები, რომლებითაც იგი უზრუნველყოფს ფაქტორინგული გარიგებების აღრიცხვის სისტემის მთლიანობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის, ფაქტორინგის აღრიცხვასთან, შენახვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

4.ფაქტორინგულ პლატფორმას უნდა ჰქონდეს მის სისტემაში მონაწილეობის საჯაროდ გამჟღავნებული, გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფს ფაქტორინგული პლატფორმის ღია და სამართლიან ხელმისაწვდომობას მასში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირებისთვის.

5.ფაქტორინგულ პლატფორმას უნდა ჰქონდეს ისეთი მართვისა და კონტროლის სისტემები და ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რომლებითაც იგი უზრუნველყოფს მის საქმიანობასა და ოპერაციებთან დაკავშირებული შიდა და გარე გარემოებებით განპირობებული რისკების მონიტორინგს, იდენტიფიცირებასა და მართვას და ამ რისკებით გამოწვეული ზიანის მინიმუმამდე შემცირებას.

6.ფაქტორინგული პლატფორმა ვალდებულია თავისი საქმიანობის ყოველ ეტაპზე ჰქონდეს კაპიტალის მინიმალური ოდენობა. ფაქტორინგული პლატფორმის კაპიტალის მინიმალური ოდენობა და ამ კაპიტალთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, ფაქტორინგული პლატფორმის საკუთარი კაპიტალის ფორმირების წესი, დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.

7.დაუშვებელია, ფაქტორინგული პლატფორმის მფლობელი იმავდროულად იყოს ფაქტორი.

8.არავის არ აქვს უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი ფაქტორინგულ პლატფორმად რეგისტრაციის გარეშე განახორციელოს.

9.ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი დგინდება, აგრეთვე ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.

წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ფრანჩაიზის ხელშეკრულებები30 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარკეტპლეისის პლატფორმის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრიჯ დაფინანსება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვენჩურული სესხის კონსულტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 აპრ. 2026

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფაქტორინგის შესახებ

  • 19ფაქტორინგის განხორციელების პირობები
  • 3ფაქტორინგის ცნება
  • 18ფაქტორინგის განხორციელების ფორმა და ფარგლები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁸ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის საქმიანობის ზედამხედველობა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 20⁴ფაქტორინგის რეესტრის წარმოების პრინციპები

სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

  • 21გარანტიები საბირჟო ვაჭრობაზე ფორვარდების, ფიუჩერსებისა და ოფციონების განხორციელებისას

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 35სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 13საგადახდო მომსახურების ცნება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 17ფულადი სახსრების გადარიცხვა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 39ელექტრონული რევერსიული აუქციონი
  • 5ელექტრონული სისტემა

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

  • 10გადამხდელი სააგენტო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2120⁴3552⁸1317395101931821
მნიშვნელობით ახლოსფაქტორინგის შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…საჯარო რეესტრის შესახე…სასაქონლო ბირჟებისა და…ელექტრონული კომუნიკაცი…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 აპრ. 2026 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026