Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 25

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 25. აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ინსტიტუციური ინვესტიციაპრივატ ბანკინგიაქტივების მართვაქონების დაგეგმვააქტივების რეესტრის მართვაბიზნესის შეფასების მეთოდოლოგიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის მართვისას აქტივების მმართველი კომპანია უნდა ასრულებდეს შემდეგ ფუნქციებს: ა) ახორციელებდეს პორტფელის მართვას; ბ) ახორციელებდეს რისკების მართვას.

2.ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის მართვისას აქტივების მმართველმა კომპანიამ დამატებით შესაძლებელია შეასრულოს შემდეგი ფუნქციები: ა) ადმინისტრირება: ა.ა) საინვესტიციო ფონდის მართვისთვის საჭირო სამართლებრივი და საბუღალტრო მომსახურება; ა.ბ) ინვესტორებთან კომუნიკაცია და მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა; ა.გ) შეფასება და ფასის დადგენა, მათ შორის, საგადასახადო დეკლარირება; ა.დ) მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი; ა.ე) ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოება; ა.ვ) მოგების განაწილება; ა.ზ) ერთეულების გამოშვება და გამოსყიდვა; ა.თ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორება; ა.ი) ჩანაწერების წარმოება და შენახვა; ბ) ერთეულების შეთავაზება; გ) საინვესტიციო ფონდის (გარდა UCITS-ისა) აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობა, კერძოდ, მომსახურება, რომელიც საჭიროა აქტივების მმართველი კომპანიის ფიდუციური ვალდებულებების შესასრულებლად, ობიექტების/შენობა-ნაგებობების მართვა, უძრავი ქონების ადმინისტრირება, კაპიტალურ სტრუქტურაზე, საწარმოო სტრატეგიასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა, შერწყმასა და შესყიდვასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და სხვა მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია საინვესტიციო ფონდისა და იმ კომპანიების თუ სხვა აქტივების მართვასთან, რომლებშიც საინვესტიციო ფონდმა განახორციელა ინვესტიცია.

3.რეგისტრირებულ აქტივების მმართველ კომპანიას ეკრძალება სხვა საქმიანობის განხორციელება, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი საქმიანობისა და ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობისა. რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის დამატებითი საქმიანობა შეიძლება იყოს: ა) „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის დაფუძნება/მართვა; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდის ინიციირების მომსახურების ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების გაწევა.

4.ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიას ეკრძალება სხვა საქმიანობის განხორციელება, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი საქმიანობისა და ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობისა. ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის დამატებითი საქმიანობა შესაძლებელია იყოს: ა) საინვესტიციო პორტფელების მართვა ინდივიდუალურად ინვესტორთა მიერ დისკრეციულად მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, აგრეთვე ნებაყოფლობითი კერძო ინდივიდუალური და ჯგუფური საპენსიო სქემების და დაგროვებითი საპენსიო სქემების მართვა; ბ) საინვესტიციო რჩევის მიცემა; გ) საინვესტიციო ფონდების ერთეულების შენახვა და ადმინისტრირება; დ) „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის დაფუძნება/მართვა; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდის ინიციირების მომსახურების ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების გაწევა.

5.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი საქმიანობისა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობის გარდა, აღიარებულ აქტივების მმართველ კომპანიას ეკრძალება საქართველოში სხვა საქმიანობის განხორციელება. აღიარებულ აქტივების მმართველ კომპანიას უფლება აქვს, საკუთარი ფილიალის მეშვეობით საქართველოში განახორციელოს ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე დამატებითი საქმიანობა, თუ აღნიშნულს ითვალისწინებს უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის აღიარების შესახებ საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება.

6.აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას საბროკერო მომსახურების გაწევისთვის ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

7.„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიაზე. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №897 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3346 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის მართვისას აქტივების მმართველი კომპანია უნდა ასრულებდეს შემდეგ ფუნქციებს: ა) ახორციელებდეს პორტფელის მართვას; ბ) ახორციელებდეს რისკების მართვას. 2. ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის მართვისას აქტივების მმართველმა კომპანიამ დამატებით შესაძლებელია შეასრულოს შემდეგი ფუნქციები: ა) ადმინისტრირება: ა.ა) საინვესტიციო ფონდის მართვისთვის საჭირო სამართლებრივი და საბუღალტრო მომსახურება; ა.ბ) ინვესტორებთან კომუნიკაცია და მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა; ა.გ) შეფასება და ფასის დადგენა, მათ შორის, საგადასახადო დეკლარირება; ა.დ) მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი; ა.ე) ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოება; ა.ვ) მოგების განაწილება; ა.ზ) ერთეულების გამოშვება და გამოსყიდვა; ა.თ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორება; ა.ი) ჩანაწერების წარმოება და შენახვა; ბ) ერთეულების შეთავაზება; გ) საინვესტიციო ფონდის (გარდა UCITS-ისა) აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობა, კერძოდ, მომსახურება, რომელიც საჭიროა აქტივების მმართველი კომპანიის ფიდუციური ვალდებულებების შესასრულებლად, ობიექტების/შენობა-ნაგებობების მართვა, უძრავი ქონების ადმინისტრირება, კაპიტალურ სტრუქტურაზე, საწარმოო სტრატეგიასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა, შერწყმასა და შესყიდვასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და სხვა მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია საინვესტიციო ფონდისა და იმ კომპანიების  თუ სხვა აქტივების მართვასთან, რომლებშიც საინვესტიციო ფონდმა განახორციელა ინვესტიცია. 3. რეგისტრირებულ აქტივების მმართველ კომპანიას ეკრძალება სხვა საქმიანობის განხორციელება, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი საქმიანობისა და ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობისა. რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის დამატებითი საქმიანობა შეიძლება იყოს: ა)  „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის დაფუძნება/მართვა; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდის ინიციირების მომსახურების ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების გაწევა. 4. ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიას ეკრძალება სხვა საქმიანობის განხორციელება, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი საქმიანობისა და ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობისა. ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის დამატებითი საქმიანობა შესაძლებელია იყოს: ა) საინვესტიციო პორტფელების მართვა ინდივიდუალურად ინვესტორთა მიერ დისკრეციულად მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, აგრეთვე ნებაყოფლობითი კერძო ინდივიდუალური და ჯგუფური საპენსიო სქემების და დაგროვებითი საპენსიო სქემების მართვა; ბ) საინვესტიციო რჩევის მიცემა; გ) საინვესტიციო ფონდების ერთეულების შენახვა და ადმინისტრირება; დ) „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის დაფუძნება/მართვა; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდის ინიციირების მომსახურების ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების გაწევა. 5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი საქმიანობისა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობის გარდა, აღიარებულ აქტივების მმართველ კომპანიას ეკრძალება საქართველოში სხვა საქმიანობის განხორციელება. აღიარებულ აქტივების მმართველ კომპანიას უფლება აქვს, საკუთარი ფილიალის მეშვეობით საქართველოში განახორციელოს ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე დამატებითი საქმიანობა, თუ აღნიშნულს ითვალისწინებს უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის აღიარების შესახებ საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება. 6. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას საბროკერო მომსახურების გაწევისთვის ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. 7. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიაზე. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №897  – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3346 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2023
  2. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023

    25-ე მუხლში გაფართოვდა მმართველი კომპანიების დამატებითი საქმიანობა და მე-4 პუნქტიდან ამოღებულია „ა“ ქვეპუნქტი; საბროკერო მოთხოვნები მხოლოდ „ა“−„გ“ ქვეპუნქტებზე ვრცელდება.

  3. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტრასტის შექმნა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების ციფრული რეესტრის (asset register) შექმნა და მართვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინვესტიციების მართვის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტელექტუალური საკუთრების პორტფელის მართვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ხათუნა მანჯგალაძე

ხათუნა მანჯგალაძე

ბიზნეს იურისტი ექსტრემალური და უცხოელი ინვესტორებისთვის,

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №9

  • 3 ცვლილება · ბოლო 27 დეკ. 2023
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მეწარმეთა შესახებ 53მუხლი 53მეწარმეთა შესახებ 53

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2მუხლი 22მუხლი 5მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 27ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებები
  • 29აქტივების მმართველი კომპანიისთვის საინვესტიციო ფონდის მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 19აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 37აქტივების მმართველი კომპანიისა და მზღვეველის, როგორც აქტივების მმართველის, საქმიანობა
  • 31ზოგადი მოთხოვნები

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 28¹აქტივების მმართველი კომპანია
  • 7საპენსიო ფონდის უფლებები და მოვალეობები
  • 8საპენსიო ფონდის სპეციალური ფუნქციები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა
  • 52³საპენსიო ფონდის ზედამხედველობა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 5სეკიურიტიზაციის ფონდი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5352⁴23¹28¹75322258272919533725
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაინვესტიციო ფონდების …მეწარმეთა შესახებნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026