Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებმუხლი 52⁵

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 52⁵. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობა

რედაქცია №67 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:რეგულატორული ადვოკატირებადეცენტრალიზებული ფინანსებიგადახდის მომსახურებარეგულატორული ლანდშაფტი და ლიცენზირებასექტორული შერწყმა-შეძენაკრიპტო M&A

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობა გაუწიოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის  რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის კაპიტალის წარმოშობის წყაროების, აგრეთვე მისი მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ); გ) სამართლებრივი აქტით დაუდგინოს მოთხოვნები ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის მფლობელს/მფლობელებს; დ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორის/ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმები; ე) ადგილზე ან/და დისტანციურად შეამოწმოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან ან/და თავის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი, აგრეთვე მოითხოვოს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მისგან ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია; ვ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ან/და საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული სახის საქმიანობის/ოპერაციების განხორციელება (მათ შორის, ვირტუალური აქტივის სახეების მიხედვით), აგრეთვე სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან/პროვაიდერებთან საქმიანი ურთიერთობა, რომელიც/რომლებიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ მომეტებულ რისკებს ან/და საერთაშორისო ფინანსური სანქციების გვერდის ავლის რისკს წარმოშობს/წარმოშობენ, აფერხებს/აფერხებენ განხორციელებული ტრანზაქციების მიკვლევადობას ან/და ზედამხედველობის განხორციელებას; ზ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ვირტუალური აქტივის გადაცემისას თანმხლები ინფორმაცია; თ) ამ კანონისა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების დარღვევისთვის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერსა და პროვაიდერის ადმინისტრატორს თავის მიერ დადგენილი წესით დააკისროს სანქცია (მათ შორის, ფულადი ჯარიმა); ი) განსაზღვროს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგულირების წესი, მათ შორის, ვირტუალური აქტივის მომსახურების კატეგორიიდან გამომდინარე, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები; კ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი, აგრეთვე კაპიტალისა და აქტივების (მათ შორის, ვირტუალური აქტივების) მიმართ კრიტერიუმები და მოთხოვნები; ლ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს დაუდგინოს ვირტუალური აქტივის შენახვის, რისკების (მათ შორის, საოპერაციო და კიბერუსაფრთხოების რისკების) მართვის სტანდარტები და მოსთხოვოს რისკების მართვის საერთო ჩარჩოსა და შიდა კონტროლის ეფექტიანობის უზრუნველყოფა; მ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები; ნ) გარკვეული ვადით ან/და პირობით გაათავისუფლოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვის ვალდებულებისგან; ო) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესი; პ) ნორმატიული აქტით დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები.

2.ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესები დგინდება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.

3.დაუშვებელია ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება.

4.ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ეკრძალება ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევის, ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობისა და საკუთარი ვირტუალური აქტივის გადაცვლის გარდა სხვა საქმიანობის განხორციელება.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის ორგანული კანონი №1790 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №1141 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 12 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 დეკ. 2022 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

  2. 12 ოქტ. 2009 – 16 დეკ. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 12 დეკ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 52⁴შემდეგი მუხლი 52⁶

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიპტო მემკვიდრეობის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტო კომპანიების შესყიდვა და შერწყმა (M&A)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ურთიერთობა საზედამხედველო ორგანოსთან (სებ-ი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №67

  • 1 ცვლილება · ბოლო 12 დეკ. 2025
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 50მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ზედამხედველობა
  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა
  • 52⁸ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის საქმიანობის ზედამხედველობა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 42სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა
  • 17საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი
  • 18მომხმარებლის ფულადი სახსრები

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 14უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის დანიშვნა და გათავისუფლება
  • 15უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის მოვალეობები და უფლებები
  • 26საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 78საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილება

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 53საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 27საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
275052⁴52⁸421718781415265352⁵
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…საგადახდო სისტემისა და…იპოთეკით დაცული ობლიგა…საინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №67 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026