ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 18. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია გამოვლენილი რისკების შესაბამისად მომეტებული რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) მოიპოვოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ქონებისა და საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია; ბ) გაზარდოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე; გ) მოიპოვოს საქმიანი ურთიერთობის განზრახული ხასიათის, მათ შორის, მომზადებულ, დადებულ ან შესრულებულ და მოსალოდნელ გარიგებათა მიზნებისა და საფუძვლების შესახებ დამატებითი ინფორმაცია; დ) ხელმძღვანელობისგან მიიღოს საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან გაგრძელების ნებართვა; ე) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტის ქონების, ფულადი სახსრებისა და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის დასადგენად; ვ) განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი, მათ შორის, გაზარდოს რისკების მართვის ღონისძიებების რაოდენობა ან/და მათი განხორციელების სიხშირე და გამოავლინოს გარიგებათა ერთობლიობა, რომელიც შემდგომ შესწავლას საჭიროებს.

2.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მომეტებული რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს სხვა, ეფექტიანი ღონისძიებები გამოვლენილი რისკების სამართავად. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია გამოვლენილი რისკების შესაბამისად მომეტებული რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) მოიპოვოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ქონებისა და საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია; ბ) გაზარდოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე; გ) მოიპოვოს საქმიანი ურთიერთობის განზრახული ხასიათის, მათ შორის, მომზადებულ, დადებულ ან შესრულებულ და მოსალოდნელ გარიგებათა მიზნებისა და საფუძვლების შესახებ დამატებითი ინფორმაცია; დ) ხელმძღვანელობისგან მიიღოს საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან გაგრძელების ნებართვა; ე) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტის ქონების, ფულადი სახსრებისა და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის დასადგენად; ვ) განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი, მათ შორის, გაზარდოს რისკების მართვის ღონისძიებების რაოდენობა ან/და მათი განხორციელების სიხშირე და გამოავლინოს გარიგებათა ერთობლიობა, რომელიც შემდგომ შესწავლას საჭიროებს. 2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მომეტებული რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს სხვა, ეფექტიანი ღონისძიებები გამოვლენილი რისკების სამართავად. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 24 მაი. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 დეკ. 2022 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2023
  2. მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში გაძლიერებული ღონისძიებები მომეტებული რისკის დონის კლიენტს ეხება; ამოღებულია წინა სათაური და „ე“ ქვეპუნქტში შეიცვალა ფორმულირება „სახსრებისა“.

  3. · გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
339⁴131013101415192021241243318
მითითებამნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს სახელმწიფო…გარემოსდაცვითი პასუხის…ელექტრონული კომუნიკაცი…ადამიანის ორგანოთა გად…დაზღვევის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა