ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 40. ბუნებრივი გაზის მწარმოებლის უფლებები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მწარმოებელი უფლებამოსილია: ა) დადოს ხელშეკრულებები ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ამ კანონითა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად; ბ) დადოს ხელშეკრულებები დაბალანსების ან/და დამხმარე მომსახურების გაწევის შესახებ ამ კანონით, ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებით ან/და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილი პირობების დაცვით, ხოლო ბუნებრივი გაზის საბალანსო ბაზრისა და დამხმარე მომსახურების ორგანიზებული ბაზრების შექმნის შემდეგ − აგრეთვე ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით; გ) ჰქონდეს დაშვება ბუნებრივი გაზის გადამცემ ან/და გამანაწილებელ სისტემებთან ამ კანონით, ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებით, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2.ბუნებრივი გაზის მწარმოებელი უფლებამოსილია ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მწარმოებელი უფლებამოსილია: ა) დადოს ხელშეკრულებები ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ამ კანონითა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად; ბ) დადოს ხელშეკრულებები დაბალანსების ან/და დამხმარე მომსახურების გაწევის შესახებ ამ კანონით, ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებით ან/და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილი პირობების დაცვით, ხოლო ბუნებრივი გაზის საბალანსო ბაზრისა და დამხმარე მომსახურების ორგანიზებული ბაზრების შექმნის შემდეგ − აგრეთვე ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით; გ) ჰქონდეს დაშვება ბუნებრივი გაზის გადამცემ ან/და გამანაწილებელ სისტემებთან ამ კანონით, ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებით, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით დადგენილი პირობების შესაბამისად. 2. ბუნებრივი გაზის მწარმოებელი უფლებამოსილია ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2425¹²25¹⁰13312741130391240
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…სასმელი წყლის მიწოდები…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა