Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 131

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 131. საშეღავათო პირობების დადგენა „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულებებთან დაკავშირებით

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ბუნებრივი გაზის საწარმოს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ამ კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ბუნებრივი გაზის სისტემაზე დაშვების ვალდებულებისგან დროებით გათავისუფლების მოთხოვნით, თუ აღნიშნულ ბუნებრივი გაზის საწარმოს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ერთი ან ერთზე მეტი ხელშეკრულებიდან გამომდინარე „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულების შედეგად შეექმნა ან სავარაუდოა, რომ შეექმნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური სირთულე. კომისიისთვის მიმართვა უნდა განხორციელდეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სისტემაზე დაშვებაზე უარის თქმამდე ან ასეთი უარის თქმის შემდეგ. სისტემაზე დაშვებაზე უარის თქმის შემდეგ კომისიისთვის მიმართვა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. ბუნებრივი გაზის საწარმოს მიმართვას თან ერთვის ინფორმაცია სირთულის არსისა და ხარისხის, აგრეთვე საწარმოს მიერ მისი გადაჭრის მიზნით მიღებული ზომების შესახებ.

2.კომისია დააკმაყოფილებს ბუნებრივი გაზის საწარმოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, თუ არ არსებობს „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულების გამო შექმნილი ეკონომიკური და ფინანსური სირთულის გადაწყვეტის სხვა გონივრული ალტერნატივა. კომისია აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და წარუდგენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას. ინფორმაცია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შესაძლოა წარედგინოს აგრეგირებული სახით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მის მიერდასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ შეტყობინების მიღებიდან 2 თვის განმავლობაში მოსაზრების წარმოუდგენლობის შემთხვევაში საკითხი ითვლება მასთან შეთანხმებულად.

3.კომისია საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: ა) არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და კონკურენტული ბუნებრივი გაზის ბაზრის ჩამოყალიბების მიზანი; ბ) საჯარო მომსახურების ვალდებულებების შესრულებისა და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროება; გ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე კონკურენციის დონე და შესაბამისი ბუნებრივი გაზის საწარმოს მდგომარეობა; დ) ბუნებრივი  გაზის  საწარმოს,  გადამცემი  სისტემის  ოპერატორის  ან საბოლოო მომხმარებლის  წინაშე არსებული  ეკონომიკური  და ფინანსური სირთულეების ხარისხი; ე) შესაბამისი ხელშეკრულების ან ხელშეკრულებების ხელმოწერის თარიღი და პირობები, მათ შორის, ის პირობები, რომლებითაც განისაზღვრება საბაზრო ცვლილებებთან მისადაგების დასაშვები ფარგლები; ვ) პრობლემის გადასაჭრელად მიღებული ზომები; ზ) ბუნებრივი გაზის საწარმოს შესაძლებლობა, შესაბამისი „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულებების აღებისას, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, გონივრულობის ფარგლებში ევარაუდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური სირთულეების წარმოშობის შესაძლებლობა; თ) სისტემის სხვა სისტემებთან დაკავშირებისა და მათი ურთიერთთავსებადობის დონე; ი) საშეღავათო პირობების დადგენის ზეგავლენა ამ კანონის სათანადო გამოყენებაზე, ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრის გამართულ ფუნქციონირებასთან მიმართებით.

4.2006 წლის 1 ივლისამდე დადებულ „მიიღე ან გადაიხადე“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიღებულმა საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებამ არ უნდა გამოიწვიოს მდგომარეობა, რომელიც ეკონომიკურად მიზანშეწონილი, ალტერნატიული გამოსავლის პოვნას შეუძლებელს გახდის. მნიშვნელოვან სირთულედ არ ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ბუნებრივი გაზის გაყიდვები არ არის იმ მოცულობაზე ნაკლები, რომელიც „მიიღე ან გადაიხადე“ ხელშეკრულების შესაბამისად, მყიდველის მიერ გარანტირებულად უნდა იქნეს მიღებული. მნიშვნელოვან სირთულედ ასევე არ განიხილება ის შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია შესაბამისი „მიიღე ან გადაიხადე“ ხელშეკრულების პირობების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან ან ბუნებრივი გაზის საწარმოს მიერ ალტერნატიული გამოსავლის მოძიება.

5.ბუნებრივი გაზის საწარმოს, რომელსაც უარი ეთქვა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საშეღავათო პირობების დადგენაზე, უფლება არ აქვს, უარი განაცხადოს სისტემაზე დაშვებაზე ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულების გამო. ამ მიზნით კომისია უზრუნველყოფს მესამე პირის დაშვებას და გაზის მიწოდების ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი დებულებების სათანადოდ შესრულებას.

6.კომისიის მიერ საშეღავათო პირობების დადგენასთან დაკავშირებით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს და ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ. კარი XIII. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოება თავი XXXII. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების დაცვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბუნებრივი გაზის საწარმოს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ამ კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ბუნებრივი გაზის სისტემაზე დაშვების ვალდებულებისგან დროებით გათავისუფლების მოთხოვნით, თუ აღნიშნულ ბუნებრივი გაზის საწარმოს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ერთი ან ერთზე მეტი ხელშეკრულებიდან გამომდინარე „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულების შედეგად შეექმნა ან სავარაუდოა, რომ შეექმნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური სირთულე. კომისიისთვის მიმართვა უნდა განხორციელდეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სისტემაზე დაშვებაზე უარის თქმამდე ან ასეთი უარის თქმის შემდეგ. სისტემაზე დაშვებაზე უარის თქმის შემდეგ კომისიისთვის მიმართვა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. ბუნებრივი გაზის საწარმოს მიმართვას თან ერთვის ინფორმაცია სირთულის არსისა და ხარისხის, აგრეთვე საწარმოს მიერ მისი გადაჭრის მიზნით მიღებული ზომების შესახებ. 2. კომისია დააკმაყოფილებს ბუნებრივი გაზის საწარმოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, თუ არ არსებობს „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულების გამო შექმნილი ეკონომიკური და ფინანსური სირთულის გადაწყვეტის სხვა გონივრული ალტერნატივა. კომისია აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და წარუდგენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას. ინფორმაცია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შესაძლოა წარედგინოს აგრეგირებული სახით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მის მიერდასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ შეტყობინების მიღებიდან 2 თვის განმავლობაში მოსაზრების წარმოუდგენლობის შემთხვევაში საკითხი ითვლება მასთან შეთანხმებულად. 3. კომისია საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: ა) არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და კონკურენტული ბუნებრივი გაზის ბაზრის ჩამოყალიბების მიზანი; ბ) საჯარო მომსახურების ვალდებულებების შესრულებისა და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროება; გ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე კონკურენციის დონე და შესაბამისი ბუნებრივი გაზის საწარმოს მდგომარეობა; დ) ბუნებრივი  გაზის  საწარმოს,  გადამცემი  სისტემის  ოპერატორის  ან საბოლოო მომხმარებლის  წინაშე არსებული  ეკონომიკური  და ფინანსური სირთულეების ხარისხი; ე) შესაბამისი ხელშეკრულების ან ხელშეკრულებების ხელმოწერის თარიღი და პირობები, მათ შორის, ის პირობები, რომლებითაც განისაზღვრება საბაზრო ცვლილებებთან მისადაგების დასაშვები ფარგლები; ვ) პრობლემის გადასაჭრელად მიღებული ზომები; ზ) ბუნებრივი გაზის საწარმოს შესაძლებლობა, შესაბამისი „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულებების აღებისას, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, გონივრულობის ფარგლებში ევარაუდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური სირთულეების წარმოშობის შესაძლებლობა; თ) სისტემის სხვა სისტემებთან დაკავშირებისა და მათი ურთიერთთავსებადობის დონე; ი) საშეღავათო პირობების დადგენის ზეგავლენა ამ კანონის სათანადო გამოყენებაზე, ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრის გამართულ ფუნქციონირებასთან მიმართებით. 4. 2006 წლის 1 ივლისამდე დადებულ „მიიღე ან გადაიხადე“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიღებულმა საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებამ არ უნდა გამოიწვიოს მდგომარეობა, რომელიც ეკონომიკურად მიზანშეწონილი, ალტერნატიული გამოსავლის პოვნას შეუძლებელს გახდის. მნიშვნელოვან სირთულედ არ ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ბუნებრივი გაზის გაყიდვები არ არის იმ მოცულობაზე ნაკლები, რომელიც „მიიღე ან გადაიხადე“ ხელშეკრულების შესაბამისად, მყიდველის მიერ გარანტირებულად უნდა იქნეს მიღებული. მნიშვნელოვან სირთულედ ასევე არ განიხილება ის შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია შესაბამისი „მიიღე ან გადაიხადე“ ხელშეკრულების პირობების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან ან ბუნებრივი გაზის საწარმოს მიერ ალტერნატიული გამოსავლის მოძიება. 5. ბუნებრივი გაზის საწარმოს, რომელსაც უარი ეთქვა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საშეღავათო პირობების დადგენაზე, უფლება არ აქვს, უარი განაცხადოს სისტემაზე დაშვებაზე ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულების გამო. ამ მიზნით კომისია უზრუნველყოფს მესამე პირის დაშვებას და გაზის მიწოდების ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი დებულებების სათანადოდ შესრულებას. 6. კომისიის მიერ საშეღავათო პირობების დადგენასთან დაკავშირებით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს და ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ. კარი XIII. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოება თავი XXXII. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების დაცვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 დეკ. 2021

    131-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში კვალიფიციური მომხმარებელი შეიცვალა საბოლოო მომხმარებლით და სირთულე მრავლობით რიცხვში ჩამოყალიბდა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 130შემდეგი მუხლი 132

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 1 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2021
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 66ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმა
  • 87ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავისო ბიექტსა და მილსადენზე დაშვება
  • 100საშეღავათო პირობები ბუნებრივი გაზის ახალი ინფრასტრუქტურისთვის

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 13დავის განხილვა
  • 24იძულება
  • 20მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები მოცულობების გაზრდა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება
  • 17ხელშეკრულების შეწყვეტა
  • 8⁸ანგარიშვალდებულება და სანქციები

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 5¹ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 228²ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 16განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²178⁸5¹228²132420166687100131
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…რეგულირების საფასურის …საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026