ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 162. ბაზრის მოდელის კონცეფცია. საჯარო მომსახურების მიმწოდებლების ავტორიზაცია, ბაზრის წესები, მიწოდების წესები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან: ა.ა) 3 თვის ვადაში − ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცება; ა.ბ) 10 თვის ვადაში − ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცება; ა.გ) 12 თვის ვადაში − შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება ან/და მოქმედ აქტებში ცვლილებების შეტანა ამ კანონის მოთხოვნათა გასათვალისწინებლად; ბ) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის სექტორში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა საჯარო მომსახურების გამწევი საწარმოების ავტორიზაცია; გ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის სექტორში საჯარო მომსახურების მიმწოდებლისა და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაცია.

2.კომისიამ უზრუნველყოს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცებიდან 4 თვის ვადაში ამ კანონისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ბაზრის მოდელის კონცეფციის მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამისი სექტორის: ა.ა) ბაზრის წესების დამტკიცება; ა.ბ) მიწოდების (მათ შორის, უნივერსალური მომსახურების და ბოლო ალტერნატივის მიწოდების) წესების დამტკიცება; ა.გ) (ამოღებულია - 22.12.2021, №1198); ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესის დამტკიცება.

3.კომისიამ და სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ და გარდამავალ პერიოდში მოქმედ, მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში სათანადო ცვლილებების შეტანა ელექტროენერგიის იმპორტის სატარიფო რეგულირების გაუქმებასთან დაკავშირებით.

4.საქართველოს მთავრობამ და კომისიამ 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაონ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების საკითხის მოწესრიგების სამოქმედო გეგმა და წარუდგინონ საქართველოს პარლამენტს შესათანხმებლად. საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის კანონი №82 – ვებგვერდი, 06.01.2021წ. საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1088 – ვებგვერდი, 17.12.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან: ა.ა) 3 თვის ვადაში − ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცება; ა.ბ) 10 თვის ვადაში − ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცება; ა.გ) 12 თვის ვადაში − შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება ან/და მოქმედ აქტებში ცვლილებების შეტანა ამ კანონის მოთხოვნათა გასათვალისწინებლად; ბ) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის სექტორში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა საჯარო მომსახურების გამწევი საწარმოების ავტორიზაცია; გ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის სექტორში საჯარო მომსახურების მიმწოდებლისა და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაცია. 2. კომისიამ უზრუნველყოს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცებიდან 4 თვის ვადაში ამ კანონისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ბაზრის მოდელის კონცეფციის მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამისი სექტორის: ა.ა) ბაზრის წესების დამტკიცება; ა.ბ) მიწოდების (მათ შორის, უნივერსალური მომსახურების და ბოლო ალტერნატივის მიწოდების) წესების დამტკიცება; ა.გ) (ამოღებულია - 22.12.2021, №1198); ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესის დამტკიცება. 3. კომისიამ და სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ და გარდამავალ პერიოდში მოქმედ, მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში სათანადო ცვლილებების შეტანა ელექტროენერგიის იმპორტის სატარიფო რეგულირების გაუქმებასთან დაკავშირებით. 4. საქართველოს მთავრობამ და კომისიამ 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაონ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების საკითხის მოწესრიგების სამოქმედო გეგმა და წარუდგინონ საქართველოს პარლამენტს შესათანხმებლად. საქართველოს 2021 წლის 5  იანვრის კანონი №82 – ვებგვერდი, 06.01.2021წ. საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1088 – ვებგვერდი, 17.12.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 162-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულია „ა.გ“ ქვეპუნქტი ქსელის წესებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

  2. 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ბუნებრივი გაზის სექტორის მიმწოდებლების ავტორიზაციის ვადა 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე გადაიწია; ამოღებულია სათაურის ნარჩენი და შესწორებულია ფორმულირება.

  3. 162-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში ელექტროენერგიის სექტორის საჯარო მომსახურების მიმწოდებლების ავტორიზაციის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრიდან 2021 წლის 1 ივლისზე გადავიდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20642414111¹⁰…111¹¹…291601591661612812162
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…სახელმწიფო შესყიდვების…ეროვნული მარეგულირებელ…გადასახადების ადმინისტ…ელექტრონული კომუნიკაცი…ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა