1.წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია აწარმოოს ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონულ პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საიდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნორმის ან სხვა ფორმის საშუალებით.
2.წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების კომისიაში წარდგენა ხდება კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმების მოთხოვნის შესაბამისად.
3.წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია შეინახოს: ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები – 3 წლის განმავლობაში; ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა კომისიაში პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (მათ შორის, ერთიან ანგარიშგების ფორმებში მონაცემების ასახვა) – არანაკლებ 10 წლის განმავლობაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.03.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.

