Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 47

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 47. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის მესაკუთრის ფუნქციები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:კომუნალური მიერთებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად ავტორიზებული დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს: ა) მესამე პირებისთვის სისტემასთან დაშვების უფლების მინიჭება და ამ უფლებით სარგებლობის მართვა, მათ შორის, შესაბამისი ტარიფებისა და საფასურების ადმინისტრირება; ბ) გადამცემი სისტემის ოპერირება, მოვლა-პატრონობა და განვითარება, აგრეთვე გადამცემი სისტემის მიერ გონივრული მოთხოვნის დაკმაყოფილების გრძელვადიანი შესაძლებლობა შესაბამისი საინვესტიციო დაგეგმვის მეშვეობით. გადამცემი სისტემის განვითარებისას დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია ახალი ინფრასტრუქტურის დაგეგმვისთვის (მათ შორის, შესაბამისი ავტორიზაციის მოპოვებისთვის), მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის. ამ მიზნით იგი მოქმედებს, როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორი, ამ კანონის 51-ე და 52-ე მუხლების შესაბამისად.

2.გადამცემი სისტემის მესაკუთრე პასუხისმგებელი არ არის საინვესტიციო დაგეგმვისთვის, მესამე პირებისთვის სისტემასთან დაშვების უფლების მინიჭებისა და ამ უფლებით სარგებლობის მართვისთვის.

3.თუ ავტორიზებულია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის მესაკუთრე ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორთან და ხელი შეუწყოს მას მისი ფუნქციების შესრულებაში, მათ შორის, მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია; ბ) დააფინანსოს ინვესტიციები, რომელთა განხორციელებაც დამოუკიდებელმა სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის მესაკუთრესთან თანამშრომლობითა და კომისიასთან შეთანხმებით გადაწყვიტა,ან გასცეს თანხმობა სხვა დაინტერესებული პირის, მათ შორის, დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის, მიერ ამ ინვესტიციების დაფინანსების შესახებ. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ფინანსური ხელშეკრულება საჭიროებს კომისიის თანხმობას. ასეთი თანხმობის გაცემამდე კომისია კონსულტაციებს მართავს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორთან, გადამცემი სისტემის მესაკუთრესა და სხვა დაინტერესებულ პირებთან; გ) უზრუნველყოს გადამცემი ქსელის აქტივებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის, გარდა დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისა, დაზღვევა; დ) წარმოადგინოს სათანადო უზრუნველყოფა ქსელის გაფართოების დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასცა თანხმობა სხვა დაინტერესებული პირის, მათ შორის, დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის, მიერ ინვესტიციების დაფინანსებაზე.

4.დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის მესაკუთრის თანხმობითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით უნდა ფლობდეს გადამცემი ქსელის აქტივებს. კომისია ამტკიცებს გადამცემი სისტემის მესაკუთრესა და დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორს შორის დადებულ ხელშეკრულებას გადამცემი ქსელის აქტივების მფლობელობაში გადაცემის შესახებ, მათ შორის, სისტემის მესაკუთრის ანაზღაურებას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად ავტორიზებული დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს: ა) მესამე პირებისთვის სისტემასთან დაშვების უფლების მინიჭება და ამ უფლებით სარგებლობის მართვა, მათ შორის, შესაბამისი ტარიფებისა და საფასურების ადმინისტრირება; ბ) გადამცემი სისტემის ოპერირება, მოვლა-პატრონობა და განვითარება, აგრეთვე გადამცემი სისტემის მიერ გონივრული მოთხოვნის დაკმაყოფილების გრძელვადიანი შესაძლებლობა შესაბამისი საინვესტიციო დაგეგმვის მეშვეობით. გადამცემი სისტემის განვითარებისას დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია ახალი ინფრასტრუქტურის დაგეგმვისთვის (მათ შორის, შესაბამისი ავტორიზაციის მოპოვებისთვის), მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის. ამ მიზნით იგი მოქმედებს, როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორი, ამ კანონის 51-ე და 52-ე მუხლების შესაბამისად. 2. გადამცემი სისტემის მესაკუთრე პასუხისმგებელი არ არის საინვესტიციო დაგეგმვისთვის, მესამე პირებისთვის სისტემასთან დაშვების უფლების მინიჭებისა და ამ უფლებით სარგებლობის მართვისთვის. 3. თუ ავტორიზებულია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის მესაკუთრე ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორთან და ხელი შეუწყოს მას მისი ფუნქციების შესრულებაში, მათ შორის, მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია; ბ) დააფინანსოს ინვესტიციები, რომელთა განხორციელებაც დამოუკიდებელმა სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის მესაკუთრესთან თანამშრომლობითა და კომისიასთან შეთანხმებით გადაწყვიტა,ან გასცეს თანხმობა სხვა დაინტერესებული პირის, მათ შორის, დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის, მიერ ამ ინვესტიციების დაფინანსების შესახებ. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ფინანსური ხელშეკრულება საჭიროებს კომისიის თანხმობას. ასეთი თანხმობის გაცემამდე კომისია კონსულტაციებს მართავს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორთან, გადამცემი სისტემის მესაკუთრესა და სხვა დაინტერესებულ პირებთან; გ) უზრუნველყოს გადამცემი ქსელის აქტივებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის, გარდა დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისა, დაზღვევა; დ) წარმოადგინოს სათანადო უზრუნველყოფა ქსელის გაფართოების დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასცა თანხმობა სხვა დაინტერესებული პირის, მათ შორის, დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის, მიერ ინვესტიციების დაფინანსებაზე. 4. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის მესაკუთრის თანხმობითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით უნდა ფლობდეს გადამცემი ქსელის აქტივებს. კომისია ამტკიცებს გადამცემი სისტემის მესაკუთრესა და დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორს შორის დადებულ ხელშეკრულებას გადამცემი ქსელის აქტივების მფლობელობაში გადაცემის შესახებ, მათ შორის, სისტემის მესაკუთრის ანაზღაურებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 46შემდეგი მუხლი 48

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 46მუხლი 52

მიუთითებენ მასზე

მუხლი 31მუხლი 46

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 48გადამცემი სისტემის მესაკუთრის დამოუკიდებლობა
  • 31კომისიის დამატებითი ფუნქციები და მარეგულირებელი უფლებამოსილებები
  • 51გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციები

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 4ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება
  • 5ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 33დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება
  • 35სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება
  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 25სპეციალიზებული დეპოზიტარების ფუნქციები და მოვალეობები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 33ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 44მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ წარსადგენი ინფორმაცია
  • 48სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3335344448463152485133452547
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…სატელეკომუნიკაციო ინფრ…ელექტრონული კომუნიკაცი…ნებაყოფლობითი კერძო პე…საინვესტიციო ფონდების …საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026