ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 44. გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელი

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელის შესახებ. კომისია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელს და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმას.

2.გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელია ამ კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი განცალკევება.

3.თუ 2011 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით ან მანამდე გადამცემი სისტემის ოპერატორი ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს მიეკუთვნებოდა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქონებრივი განცალკევების მოდელისგან გამონაკლისის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მოდელი ამ კანონის 46-ე და 48-ე მუხლების შესაბამისად.

4.დაუშვებელია განხორციელებული გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელის ჩანაცვლება სხვა ისეთი მოდელით, რომელიც გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის უფრო ნაკლებ ხარისხს გულისხმობს და გამოიწვევს გადამცემი სისტემის ოპერატორის ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსთან ან მის ნაწილთან უფრო მჭიდრო დაკავშირებას ან მასზე დამოკიდებულების გაზრდას.

5.დაუშვებელია გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გადამცემი სისტემის მესაკუთრის მიერ ამ კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი განცალკევების მოდელის განხორციელების მიზნით მიღებული ზომებისთვის ხელის შეშლა.

6.განცალკევების მოთხოვნები არ ვრცელდება ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ელექტროენერგეტიკულ საწარმოსა და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ბუნებრივი გაზის საწარმოზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელის შესახებ. კომისია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელს და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმას. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელია ამ კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი განცალკევება. 3. თუ 2011 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით ან მანამდე გადამცემი სისტემის ოპერატორი ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს მიეკუთვნებოდა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქონებრივი განცალკევების მოდელისგან გამონაკლისის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მოდელი ამ კანონის 46-ე და 48-ე მუხლების შესაბამისად. 4. დაუშვებელია განხორციელებული გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელის ჩანაცვლება სხვა ისეთი მოდელით, რომელიც გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის უფრო ნაკლებ ხარისხს გულისხმობს და გამოიწვევს გადამცემი სისტემის ოპერატორის ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსთან ან მის ნაწილთან უფრო მჭიდრო დაკავშირებას ან მასზე დამოკიდებულების გაზრდას. 5. დაუშვებელია გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გადამცემი სისტემის მესაკუთრის მიერ ამ კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი განცალკევების მოდელის განხორციელების მიზნით მიღებული ზომებისთვის ხელის შეშლა. 6. განცალკევების მოთხოვნები არ ვრცელდება ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ელექტროენერგეტიკულ საწარმოსა და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ბუნებრივი გაზის საწარმოზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
332621358²1531674548464915944
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…ინფორმაციული უსაფრთხოე…საქართველოს საბაჟო კოდ…საგადახდო სისტემისა და…სახელმწიფო ქონების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა