1.თუ ავტორიზებულია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად,გადამცემი სისტემის მესაკუთრე, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც გადაცემას, განაწილებას ან შენახვას არ უკავშირდება.
2.გადამცემი სისტემის მესაკუთრის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია დაკმაყოფილდეს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:
ა) გადამცემი სისტემის მესაკუთრის მართვისთვის პასუხისმგებელი პირების იმ ინტეგრირებული საწარმოს კორპორაციულ სტრუქტურებში მონაწილეობის დაუშვებლობა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხისმგებელია წარმოების, განაწილების, მიწოდების ან/და ვაჭრობის ყოველდღიური საქმიანობისთვის;
ბ) სათანადო ზომების მიღება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გადამცემი სისტემის მესაკუთრის მართვისთვის პასუხისმგებელი პირების პროფესიული ინტერესების გათვალისწინება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი შესაძლებლობა, იმოქმედონ დამოუკიდებლად;
გ) გადამცემი სისტემის მესაკუთრის მიერ შესაბამისობის პროგრამის შექმნა, რომელიც განსაზღვრავს დისკრიმინაციული ქმედების თავიდან ასაცილებლად მისაღებ ზომებს და უზრუნველყოფს მათი მიღების სათანადო კონტროლს. ამ მიზნით აღნიშნული შესაბამისობის პროგრამა უნდა განსაზღვრავდეს დასაქმებულთა სპეციალურ ვალდებულებებს. შესაბამისობის პროგრამაზე ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელი პირი ან ორგანო ამზადებს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ წლიურ ანგარიშს და მას კომისიას წარუდგენს. წლიური ანგარიში ქვეყნდება საჯაროდ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ ავტორიზებულია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად,გადამცემი სისტემის მესაკუთრე, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც გადაცემას, განაწილებას ან შენახვას არ უკავშირდება.2. გადამცემი სისტემის მესაკუთრის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია დაკმაყოფილდეს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:ა) გადამცემი სისტემის მესაკუთრის მართვისთვის პასუხისმგებელი პირების იმ ინტეგრირებული საწარმოს კორპორაციულ სტრუქტურებში მონაწილეობის დაუშვებლობა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხისმგებელია წარმოების, განაწილების, მიწოდების ან/და ვაჭრობის ყოველდღიური საქმიანობისთვის;ბ) სათანადო ზომების მიღება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გადამცემი სისტემის მესაკუთრის მართვისთვის პასუხისმგებელი პირების პროფესიული ინტერესების გათვალისწინება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი შესაძლებლობა, იმოქმედონ დამოუკიდებლად;გ) გადამცემი სისტემის მესაკუთრის მიერ შესაბამისობის პროგრამის შექმნა, რომელიც განსაზღვრავს დისკრიმინაციული ქმედების თავიდან ასაცილებლად მისაღებ ზომებს და უზრუნველყოფს მათი მიღების სათანადო კონტროლს. ამ მიზნით აღნიშნული შესაბამისობის პროგრამა უნდა განსაზღვრავდეს დასაქმებულთა სპეციალურ ვალდებულებებს. შესაბამისობის პროგრამაზე ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელი პირი ან ორგანო ამზადებს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ წლიურ ანგარიშს და მას კომისიას წარუდგენს. წლიური ანგარიში ქვეყნდება საჯაროდ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.