Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 3

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 3. სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:გადახდის მომსახურებარეგულატორული ადვოკატირებარეგულატორული ლანდშაფტი და ლიცენზირებამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაკრიპტო ლიცენზირებაკრიპტო კომპლაიენსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹45678

1.იურიდიულ პირს უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს საგადახდო სისტემის მართვა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის შესაბამისად სისტემის ოპერატორად დარეგისტრირების შემთხვევაში.

2.სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად.

3.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და დაუბრკოლებელი განხორციელების ხელშეწყობის, აგრეთვე საგადახდო სისტემის საიმედო, უსაფრთხო, ეფექტიანი და ეფექტური ფუნქციონირების, საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველსაყოფად დაადგინოს შესაბამისი მოთხოვნები.

3¹.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის მიზნით სისტემის ოპერატორის მიმართ სამართლებრივი აქტით დაადგინოს მოთხოვნები, აგრეთვე მოითხოვოს საგადახდო სისტემაში დაგეგმილი იმ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მისთვის 30 კალენდარული დღით ადრე მიწოდება, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სისტემის მონაწილის მიერ ან/და მომხმარებლებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.

4.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

5.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სისტემის ოპერატორის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები.

6.პირი, რომელიც სისტემის ოპერატორის მნიშვნელოვანი წილის შეძენას აპირებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს ინფორმაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. ამ ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი გარიგების განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.

7.თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ პოტენციური შემძენის შესახებ წარმოდგენილია არასაკმარისი ან/და არაზუსტი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მას უფლება აქვს, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მოსთხოვოს უშუალოდ პოტენციურ შემძენს ან/და სისტემის ოპერატორს. ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერდება დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენამდე.

8.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სისტემის ოპერატორის მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებით პოტენციური შემძენის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების წესი, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობასა და, საქართველოს ეროვნული ბანკისგან დასაბუთებული უარის მიღების მიუხედავად, მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    მე-3 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა 3¹ პუნქტი ეროვნული ბანკის მოთხოვნებისა და 30-დღიანი წინასწარი ინფორმირების შესახებ; ასევე დაემატა მე-6–მე-8 პუნქტები მნიშვნელოვანი წილის შეძენის განაცხადის წესზე.

  2. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 11 იან. 2018

    მე-3 მუხლს დაემატა მე-5 პუნქტი სისტემის ოპერატორის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ურთიერთობა საზედამხედველო ორგანოსთან (სებ-ი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • VASP ლიცენზიის მოპოვება (ეროვნული ბანკი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტო დებეტური ბარათის გაცემა და აქტივაცია საქართველოშისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 2 ცვლილება · ბოლო 23 სექ. 2022
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 5ოპერატორად რეგისტრაციისგან გამონაკლისი და საგადახდო სისტემის დანერგვა
  • 42სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა
  • 15საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საგადახდო მომსახურების განხორციელება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48²საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა
  • 63კლირინგის, ანგარიშსწორების, საგადახდო მომსახურებისა და საგადახდო სისტემების მექანიზმი
  • 66¹ეროვნული გადახდების საბჭო

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 53საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 26საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები
  • 19პროგრამის ადმინისტრატორის დანიშვნა და გათავისუფლება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 78საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 43საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4348²6366¹7¹54215782619533
მნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს ეროვნული ბ…ნებაყოფლობითი კერძო პე…იპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს საგადასახა…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026