Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 45

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 45. ქონებრივი განცალკევება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ენერგეტიკულმა საწარმომ, რომელიც გადამცემ სისტემას ფლობს, უნდა იმოქმედოს, როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორმა, და ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოიპოვოს გადაცემის საქმიანობის ლიცენზია.

2.გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით დაუშვებელია, ერთი და იგივე პირი: ა) რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელ ენერგეტიკულ საწარმოს, იმავდროულად პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებდეს ან ახორციელებდეს რაიმე უფლებას გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი ქსელის მიმართ; ბ) რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი ქსელის კონტროლს, იმავდროულად პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებდეს ან ახორციელებდეს რაიმე უფლებას წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოს მიმართ; გ) რომელიც ნიშნავს გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი ქსელის მესაკუთრე საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს, მმართველი საბჭოს ან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, იმავდროულად პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებდეს ან ახორციელებდეს რაიმე უფლებას წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოს მიმართ; დ) ერთდროულად იყოს როგორც წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოს, ისე გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს, მმართველი საბჭოს ან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული უფლებები მოიცავს: ა) ხმის მიცემის უფლებას; ბ) სამეთვალყურეო საბჭოს, მმართველი საბჭოს ან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების დანიშვნის უფლებას; გ) აქციების (წილის) უმრავლესობის ფლობის უფლებას.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ გადამცემი სისტემის მესაკუთრე ორი ან მეტი ენერგეტიკული საწარმო დააფუძნებს ერთობლივ საწარმოს, რომელიც გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციებს ორ ან მეტ ქვეყანაში ასრულებს. დაუშვებელია რომელიმე სხვა საწარმოს მონაწილეობა ერთობლივ საწარმოში, თუ იგი ავტორიზებული არ არის, როგორც სისტემის ოპერატორი, განცალკევების მოთხოვნების შესრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირების შედეგად.

5.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი არის საქართველოს სახელმწიფო ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანო ან სხვა საჯარო დაწესებულება, ორი ცალკეული საჯარო დაწესებულება, რომელთაგან ერთი აკონტროლებს გადამცემი სისტემის ოპერატორს ან გადამცემ ქსელს, ხოლო მეორე − წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელ ენერგეტიკულ საწარმოს, მიჩნეული არ იქნება ერთ და იმავე პირად.

6.დაუშვებელია იმ გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს მიეკუთვნებოდა, წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოსთვის კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის ან პერსონალის გადაცემა. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7020-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 ივლ. 2020
წინა მუხლი 44შემდეგი მუხლი 46

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2020-07-28
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 43

მიუთითებენ მასზე

მუხლი 44მუხლი 46

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 48გადამცემი სისტემის მესაკუთრის დამოუკიდებლობა
  • 49გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებაზე ზედამხედველობა
  • 42გადამცემი სისტემის ოპერატორის სტატუსი

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 50საწარმოს გადაცემა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹⁰საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის უფლებები და მოვალეობები

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 62ინტერესთა კონფლიქტი

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66⁵მოსარგებლის უფლებები და ვალდებულებები, ლიცენზირება
  • 66⁴უფლების მფლობელის გარანტიები ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან მიმართებით

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 37გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 5ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66⁵66⁴25¹⁰3437506216434446484942545
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს შრომის კოდ…ნავთობისა და გაზის შეს…განახლებადი წყაროებიდა…ელექტრონული კომუნიკაცი…სურსათის/ცხოველის საკვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026